მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აკაკი ბართაიას საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ - 20 აგვისტო 2021

გახარიას დაკავებული მხარდამჭერის საქმეში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე, მიიჩნევს, რომ დაკავებული აკაკი ბართაიას ბრალდებებით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

,,საია" გიორგი გახარიას დაკავებული მხარდამჭერის საქმეში ერთვება.

როგორც მენაბდემ "ტვ პირველს" განუცხადა,  არასამთავრობო ორგანიზაცია  გამოძიების პროცესს აკვირდება.

გვაქვს კავშირი თავად პარტიასთან და ვსწავლობთ ამ შემთხვევას. წინასწარ, გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ვაკვირდებით და თუ დადასტურდა პოლიტიკური დევნის შემთხვევა, ავსახავთ ჩვენს ანგარიშებში. ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ"- ამბობს მენაბდე.

ბართაიას საქმეს აკვირდება "დემოკრატიული ინიციატივაც".

ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მუქარასა და ძალადობაში მხილებული პოლიციელები დაუსჯელები არიან.

პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადების ფაქტი იქნება, თუ მუქარის, ან ძალადობის ფაქტები, არის საქართველოში  საკმაოდ გავრცელებული პრობლემა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დანაშაულების გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ხდება. სისტემა თავის წევრს, პოლიციელს, იცავს და არ ხდება მათი სათანადო დასჯა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენება დაუშვებელია წინასაარჩევნო აქტივობების დროს" - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

გიორგი გახარიას გუნდის დაკავებული მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, ამტკიცებს, რომ მასზე მუქარა პატიმრობაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა.

ბართაიას ადვოკატის, ზაზა დათუკიშვილის, განცხადებით, სასამართლოს შემდეგ, როცა პოლიციელებს აკაკი ბართაია ციხეში გადაჰყავდათ, სამართალდამცავები შემოვლითი გზით წავიდნენ, ავტომობილი გააჩერეს, ბრალდებული გადმოიყვანეს და იმ პოლიციელს შეახვედრეს,  ვინც ბართაიას მტკიცებით, 16 აგვისტოს იარაღი ჩაუდო და დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა.

"გახარიას ჰკითხეთ, ახასიათებს მასაც პიროვნულად იარაღის ჩადება?"- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ყოფილი პრემიერის გუნდის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც მათ თანაგუნდელს ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს.

დეპუტატმა ჟურნალისტებს მიმართა, რომ გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და მას უნდა ჰკითხონ, შექმნა თუ არა "ასეთი პოლიცია"?

ის იყო ჩვენი შს მინისტრი და შემდგომ პრემიერმინისტრი. რამდენად ახასიათებს მასაც პიროვნულად იარაღის ჩადება, ეს მას უნდა ვკითხოთ. ჰკითხონ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერს, ასეთი პოლიცია შექმნა მან, რომ წავიდოდა იმაზე რომ ჩაედო იარაღი? თუ გახარია იტყვის, კი, მე შევქმენი ისეთი პოლიცია, რომელსაც შეეძლო, რომ იარაღი ჩაედო, ამის შემდეგ გარკვეულ კომენტარს გავაკეთებთ", - ამბობს მაჭარაშვილი.

ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია