მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და შიმშილობას მიმართავს - 23 აგვისტო 2021

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე მისი სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავს.

დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მხარდასაჭერად დღესთბილსერვის ჯგუფისშენობასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და ბაღდავაძის გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წამოღებას აპირებდნენ, თუმცა მათ დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოყვა.

თბილსერვის ჯგუფიირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.

თბილსერვის ჯგუფისმიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE