მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოებით წახალისდებიან - ამირან გამყრელიძე - 27 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანები წახალისდებიან.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბევრი წამახალისებელი ღონისძიებები იქნება, რათა უფრო მეტი ადამიანი აიცრას.

სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის ღონისძიებებს ვიყენებთ, რომ რაც შეიძლება მეტი აცრილი გვყავდეს. ჩვენ აგვისტოში გავალთ აცრების რაოდენობით სადღაც 700 ათასამდე, რაც სერიოზული ნაბიჯია. სექტემბერში ეს კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ მილიონს გავაკეთებთ. ივლისში ამ მხრივ გვქონდა 231 ათასი აცრა.

სექტემბერში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანად და ამაში ჟურნალისტების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მომავალი 2-3 თვის განმავლობაში აცრა უნდა იყოს მთავარი საკითხი ქვეყანაში, რადგან აცრებზე გადის პანდემიის დასრულება და კოვიდით სიკვდილიანობის შემცირება. ბოლო ორი დღეა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას, ამაზე იმოქმედა შეზღუდვების დაწესებამ და აცრის გაზრდილმა მაჩვენებელმა.

რაც შეეხება წახალისებასა და ლატარიას, წინა საბჭოზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა საბჭოს, რომ პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, როდიდან დაიწყება ეს .. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით და ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იქნან ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში, პირველში ან ორში გაკეთდება ამაზე განცხადება და მალე დაიწყება ეს ყველაფერი. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 585 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 73 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 744 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –25 358, „პისიარტესტით – 17 386.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,43 %, ბოლო 14 დღის – 10,7%, ბოლო 7 დღის – 10,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 536 202 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 473 502 გამოჯანმრთელდა, 7 101 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 095 069 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 418.

კარანტინის რეჟიმშია 130, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 493 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 205 პირი.

გუშინ, 26 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 128 შემთხვევა გამოვლინდა, 5 611 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 79 კი გარდაიცვალა, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია