მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაქცინირებულთა დღიური რიცხვი უნდა გაიზარდოს 40 000-მდე, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას - „ელენე ხოშტარია - დროა“ - 31 აგვისტო 2021

დღეს, ელენე ხოშტარიამ გუნდის ახალი წევრები წარადგინა და მათთან ერთად ქვეყანაში არსებული მძიმე კოვიდვითარებიდან გამოსავლის გზები გააცნო საზოგადოებას.

პარტიაელენე ხოშტარია - დროასგუნდს შემოუერთდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი და მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია.

ელენე ხოშტარია: „უმძიმეს კოვიდვითარებაში ვართ. ყოველდღე ვკარგავთ ათეულობით ადამიანს.  ასეთ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ყოველი მოქალაქის და პროფესიონალის ჩართულობა. ზუსტად ასეთი პროფესიონალები შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ პანდემიასთან ბრძოლაში.“

დღემდე პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა რგოლი ჯანდაცვის მენეჯმენტში უამრავ შეცდომას უშვებს. ეს შეცდომები გამოიწვია პანდემიის მართვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებამ. დროა, კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესი წარიმართოსსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ  საქართველოს  კანონის ფარგლებში.   

პარტიაელენე ხოშტარია - დროაწარმოგიდგენთ რამდენიმე პუნქტს, რა უნდა გაკეთდეს, არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განსამუხტად:

1. შეწყდეს პანდემიის მართვის დროს პოლიტიზებული გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ არასწორი მართვის შედეგების მოქალაქეებსა თუ მედპერსონალზე გადაბრალება.

2. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტონ განცხადებებითა თუ ქცევით ვაქცინაციისა და კოვიდ რეგულაციის დაცვის მოწინააღმდეგეთა წახალისება.

3. დაიწყონ მუშაობა აცრის მობილურმა ჯგუფებმა იქ, სადაც არ არსებობს სამედიცინო პუნქტები, დაიწყოს ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკასა თუ პოლიკლინიკაში. ასევე შესაძლებელია, ამ პროცესში სააფთიაქო ქსელების ჩართვა.

4. აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, ვაქცინირებულთა დღიური რიცხვი უნდა გაიზარდოს 40 000-მდე, რათა სექტემბრის ბოლოს სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობამ მიაღწიოს 1 200 000-, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ვითარებას.

5. აუცილებლად უნდა შესრულდეს უკვე გაცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 15 სექტემბრამდე ყველა იმ სკოლას, რომელშიც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს უნდა ჰყავდეს გადამზადებული ექიმი. ხოლო 2022 წლის სექტემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს ექიმი, რომელიც იქნება სასწავლო სივრცეში ეპიდემიოლოგიური რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირი. 

6. გმაკაცრდეს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, რადგან რუსეთის მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ ყალბი კოვიდ პასპორტებით და ხდებიან ვირუსის გავრცელების წყაროები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია