მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას - დავით ზალკალიანი - 01 სექტემბერი 2021

ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა გზავნილები საქართველოს მიმართ სიყვარულისა და ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, თუმცა ეს პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად“.

ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს კონსტრუქციულ პოზიციებს რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა მსგავსი განცხადებები, გზავნილები საქართველოს მიმართ სიყვარულისა და ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, თუმცა ეს პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგი არ ვართ. ეს რომ ასეა, 2012 წლიდან ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არაერთი პოზიტიური გზავნილი გააგზავნა, იგივე დეესკალაციასთან მიმართებაში, თუნდაც კარასინ-აბაშიძის ფრმატის დაფუძნებით და იგივე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩვენი უაღრესად კონსტრუქციული პოზიციები მინდა გავიხსნო, მაგრამ სამწუხაროდ ამას რუსეთის ფედერაციიდან საპასუხო, შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია, ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ისეთ სირთულეებს და უპატივცემულობას, რაც არის დაკავშირებული .. ბორდერიზაციის პროცესთან, მავთულხლართების გავლებასთან, ადამიანების უკანონო გატაცებასთან, .. გამშვები პუნქტების მუდმივ ბლოკირებასთან და .. ჩვენ ჩვენს პოზიციებში თანმიმდევრულები ვართ და ჩვენი დეკლარაციები, განცხადებები ჩვენი კონკრეტული ქმედებებით არის გამყარებული, რასაც, სამწუხროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვერ ვხედავთ. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ურთიერთობების ნორმალიზაციის მზაობა, მაგრამ პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის იმ მნიშვნელოვან წითელ ხაზზე, რაც დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული. გადადგან მათაც ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით. ჩვენ რათქმაუნდა ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, რაზეც საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამი საელჩოა. რუსეთის ფედერაციამ პირველ ირგში პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დავით ზალკალიანმა.

- საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება, ოფიციალური მოსკოვი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

საქართველოს თუ ნამდვილად არ სურსრუსული კარტის გათამაშებადასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სურს, იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობლის გვერდით, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, წელიწადნახევრის წინ მზად იყვნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ თბილისში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავიდან ყურადღებით დავაკვირდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, საქართველოში მოგზაურობას არავის ვუკრძალავთ. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზად ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტის მიზნით უვიზო რეჟიმის გამოსაცხადებლად, მაგრამ შემდეგ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც ჩავიდა თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რეგულარულ შეხვედრაზე. საქართველოსთან ჩვენ პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ეს ფაქტობრივად თბილისის ინიციატივით შეწყდა. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მათი აღდგენის მზადყოფნა“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, მოსკოვსა და თბილისს აქვთ ინტერესთა სფეროები და მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა.

ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ვაჭრობა. სხვათაშორის, არცთუ ისე მცირე და ჩვენ ვართ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი. არის ტურისტული ნაკადი. ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს საქართველოში სტუმრობა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია