მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აცრა ერთადერთი გამოსავალია - ირაკლი ღარიბაშვილი - 02 სექტემბერი 2021

აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურს რეგიონში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი ზესტაფონისჯეოჰოსპიტალსისამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა ლია ებანოიძემ გააცნო. ვაქცინაციის ცენტრში დღეში 350-ზე მეტი ადამიანი იცრება.

ცენტრი 23 აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე 2848 ადამიანია აცრილი. ცენტრში აცრა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრს თვითდინებით მიმართავენ. ადგილზე აცრის პროცესსჯეოჰოსპიტალსისსამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.

პრემიერთან ერთად ვაქცინაციის ცენტრში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE