მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ოცნების“ მარცხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი გახდება - თინა ბოკუჩავა - 27 სექტემბერი 2021

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზექართული ოცნებისმარცხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი გახდება.

ღარიბაშვილი ყოველდღე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ისევე როგორც კობახიძე და ეს ყველაზე ნათლად მეტყველებს მათ აგონიურ ფაზაზე. ივანიშვილი, ისევე როგორც საკუთარი კვლევებით, ასევე სხვა კვლევებით და ზოგადად საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვებით ძალიან კარგად ხვდება, რომ ის კარგავს ძალაუფლებას და ზუსტად ერთ კვირაში მას მოუწევს ამ მარცხთან შეგუება, რომელიც გახდება შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. მას თუ სურს, გადახედოსქართული ოცნებისმიერ ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტს, მათ შორის ნახოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა, სადაც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა ჯინ შაჰინმა გარკვევით თქვა, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაატარა არჩევნები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ექნებათ ძალიან მწვავე რეაგირება. ამიტომ მე მოვუწოდებდი მას, რეალობას თვალები გაუსწორონ, რეალურად დემოკრატიული არჩევნების მცდელობა მაინც ჰქონდეთქართულ ოცნებას“, რათა ქვეყანამ უფრო დიდი ზიანი არ მიიღოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება.

მისივე თქმით, ოპოზიციას რეალურად გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს.

ამასთან, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს და ამ მიზანს ოპოზიცია ვერ მიაღწევს.

„არ არის დასამალი, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება, ოპოზიციას გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი რეიტინგებით ბაქიბუქობენ. ნებისმიერ პარტიას რეალურ რეიტინგს საზოგადოება ანიჭებს. არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ ოპოზიციას რაიმე წარმატება ექნება. სწორედ ამიტომ უნდა ველოდოთ იმას, რომ მათი სტრატეგიის მთავარი მიმართულება დესტაბილიზაცია იქნება. ასევე, რეგიონული უპირატესობის მოპოვების მიმართულებით არსებობს ბევრი დაინტერესებული მოთამაშე, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს. ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მიზანი მიღწევადი არ არის, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. ამას არანაირი წინაპირობა არ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია