მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ სააკაშვილი გამოიწვევს არეულობას - თამარ კორძაია - 30 სექტემბერი 2021

ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, – ამის შესახებ ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ის ჩამოდის, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და არავითარი ნიშანი არ არსებობს, რომ მისი ჩამოსვლა  არეულობას გამოიწვევს.

პოლარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას ორი თვეა, აწარმოებს მთლიანადქართული ოცნება“. ამიტომ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში. მეორე, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ის ჩამოდის, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ ის გამოიწვევს არეულობას. ამ ქვეყანაში არეულობას არავინ გამოიწვევს, გარდა ხელისუფლებისა, თუ არ გადაწყვეტს, რომ მიიტაცოს არჩევნებით ძალაუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ძალადობა იწვევს არეულობას და მეტი არაფერი. ხელისუფლება თუ არ იძალადებს მოქალაქეებზე და მათ თავისუფალ არჩევანზე, მგონი, შეშფოთების საფუძველი საერთოდ არ არსებობს. მან გააკეთა საჯარო განაცხადი, რომ ბრუნდება, მან დადო ბილეთი და შესაბამისად, რა საფუძველი მაქვს ან ვენდო ან არ ვენდო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად, ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას.

არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსესნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან თურმე სააკაშვილის დაკავებას. ეს ერთი. მეორე, მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ ძალუძს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი და პიკის დროს, როცა ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო ივლისში, მათ ხუთი ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომქართულ ოცნებასზოგადად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ, 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. მხოლოდ ეს ვთქვი. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი.

სააკაშვილს სჭირდება ათი პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა. მთავრობას, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას, რომ არ მოხდეს არავითარი კანონდარღვევა ან ხელშეშლა კანონის აღსრულებაში და ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად, კვალიფიციურად ჩავატარებთ. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია