მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია - 02 ოქტომბერი 2021

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), გახსნილია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილია ცხრა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 70 სპეციალური ე.წ. კოვიდუბანი, სადაც იზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეეძლებათ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საქართველოს 3 497 345 მოქალაქეა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 64 მუნიციპალიტეტში ჯამში მერობის 239 კანდიდატია რეგისტრირებული. ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – მერობისთვის 40 კანდიდატი იბრძვის, აქედან მხოლოდ დედაქალაქში – 16, დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – 24, თვითმმართველ თემებში კი, 199 მერობის კანდიდატია რეგისტრირებული.

რაც შეეხება წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში მოსახვედრად, სხვადასხვა პარტიისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული 2 771 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილებს.

თბილისში დედაქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის:

ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 48

გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ 50

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 23

თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ 15

ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ 30

გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 8

გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ 20

ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ 9

გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ 25

მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 10

ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5

თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ 1

გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ 13

კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 41

ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ 37

ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ 29

მერის არჩევნებში ყველაზე მაღალი საარჩევნო ბარიერია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 50%+1 ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური, სადაც ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება. მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გამარჯვებულია საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

ამასთან, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში მოსახვედრად 31 პარტია და 138 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.

დედაქალაქის საკრებულოში სულ 50 ადგილია, სადაც ადგილები 40/10 პროპორციით ნაწილდება. თბილისის საკრებულო დედაქალაქის 10 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარებისა და 40 პროპორციული, პარტიული სიით გასული წევრებისგან დაკომპლექტდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში (ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი, დიდუბე, ჩუღურეთი, ისანი, სამგორი, ნაძალადევი, გლდანი) ჯამში 138 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული, ხოლო თბილისში საკრებულოში მოსახვედრად პარტიული სიები 31 სუბიექტს აქვს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში დარეგისტრირებული. ესენი არიან: „მესამე ძალა“ – 1, „ევროპული საქართველო – თავისუფალი მოძრაობისთვის“ – 22, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5, „ევროპელი დემოკრატები“ – 6, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ -7, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 8, „ლელო“ – 9, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -10, „საქართველოსთვის“ – 13, „გოგი წულაია – ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 14, „რეფორმერი“ – 17, „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ – 18, „ევროპელი სოციალისტები“ – 19, „საქართველოს განვითარების პარტია – 22“, „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 24, „გახარია – საქართველოსთვის“ – 25, „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“ – 26, „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ – 29, „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 30, „ერი“ – 31, „ელენე ხოშტარია – დროა“ – 32, „მემარცხენე ალიანსი“ – 34, „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ – 35, „გირჩი“ – 36, „თავისუფალი საქართველო“ (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) – 37, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ – 41, „მესამე გზა“ – 43, „სახალხო პარტია“ – 44, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 45, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 48, „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ – 50.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია