მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ეკა ხერხეულიძე - 03 ოქტომბერი 2021

სასაუბრო თემა ძალიან ბევრია მის დაკავებასთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბრის ყველაზე დიდი წილი რა თქმა უნდა დაეთმობა გუშინდელ დღეს და ხვალინდელ დღეს, მეორე ტურებში ჩვენს კამპანიას, ძალიან საინტერესოა ის, როგორ უყურებს ამ ფაქტს. სასაუბრო იქნება, როგორც ადამიანური ასევე პოლიტიკური თემები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, ხერხეულიძე აცხადებს, რომ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული გაატანენ თუ არა სააკაშვილს სხვა ქვეყანას.

ბევრი რამ შეუძლია მის განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერია, რადგან ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, რადგან ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ, ეს არჩევანია, ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ახლა სააკაშვილი ქვეყანას ჯანმრთელი და ღონიერი სჭირდება.

მე ვერაფერს მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის მოწოდებებსაც სხვები იზიარებენ. მე უბრალოდ, შემიძლია ადამიანური პოზიციიდან ვუთხრა, რომ ნამდვილად არ ღირს ჯანმრთელობის შერყევა რეჟიმთან დასაპირისპირებლად, რადგან ახლა ის ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ღონიერი და იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ და სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი გეგმა, საჭიროა მისი მხნედ ყოფნა. სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ვნახავთ, ყველა ერთად“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტრუსკავეცკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რომ ის, როგორც პრეზიდენტი, მუდმივად არის დაკავებული მოქალაქეების დაბრუნების საკითხით.

ყველა ინსტიტუტი, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, უკრაინაში მომუშავე საქართველოს ელჩის დონეზე და ჩვენს მინისტრთა კაბინეტებს შორის მოლაპარაკებების დონეზე, ჩვენ ყველა ამ საკითხით დავკავდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.

ამასთან, კითხვაზე, რატომ მოიქცა მიხეილ სააკაშვილი ასე, ზელენსკი პასუხობს, რომ მისი შეფასებით, სააკაშვილი არასწორად მოიქცა.

„მე მასზე უნდა ვიფიქრო, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. თავად აღნიშნეთ, იქ ადგილობრივი არჩევნები იყო, ალბათ ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა არ ვიცი. მე ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ ვიცოდი. ვფიქრობ, ეს არასწორია, ის მაინც სახელმწიფო ხელისუფლებაში იმყოფება და ეს არასწორია, თუმცა საჭიროა ყველა დეტალის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველა რისკის გარკვევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია