მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფართომასშტაბიანი აქცია იქნება თბილისში - თინა ბოკუჩავა - 07 ოქტომბერი 2021

პარტიის ეგიდით და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში და კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რუსთავის ციხესთან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უნდა გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია, ეს იქნება თბილისში. იცით, რომ რუსთავის ციხესთან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და პუტინის ოცნების ასრულება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის ქვეყნის სირცხვილი და თითოეული მოქალაქის სირცხვილი, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო მოძრაობებს, აქციებს რუსთავის ციხესთან თუ სხვა ლოკაციაზე. პარტიის ეგიდით და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში და კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გვქონია საუბარი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პროევროპული ორიენტაცია და აცნობიერებს რამხელა სირცხვილი და ქვეყნის ზიანია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რომლის დაკვეთაც არის ვლადიმერ პუტინისგან, ვერ წამომიდგენია და არ მესახება პოლიტიკოსი, რომელიც ამ აქციის სულისკვეთებას არ შეუერთდება. ნამდვილად ველოდები ერთსულოვნებას ამ საკითხზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ახლა კონსოლიდაციის და ჩვენი ძალების გაერთიანების დროა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კალიურანდი ამბობს, რომ სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, რაც მისთვის იყო სიგნალი, რომ დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა მოსახლეობამ არჩევნებზე დაადასტურა.

„მოდით ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებია ხალხის ქუჩაში გასვლისკენ. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მისულიყვნენ უბნებზე და ხმა მიეცათ, ეაქტიურათ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოწოდება. რაც შეეხება მის მხარდაჭერას, ეს გამოვლინდა არჩევნებზე, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ახლა არის დრო კონსოლიდაციის და ჩვენი ძალების გაერთიანების“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია