მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილის პატიმრობა გამოწვევაა ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე, დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება - სალომე სამადაშვილი - 11 ოქტომბერი 2021

ჩემი სურვილია, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს და პირველ რიგში ვნახო, როგორია მისი მდგომარეობა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მას გამოცხადებული აქვს შიმშილობა და რა თქმა უნდა მისი პირველი საზრუნავი არის ჯანმრთელობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ თავად მომენახულებინა საპატიმროში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება.

მიუხედავად პოლიტიკური განსხავებისა, ერთი რამ არის ცხადი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება დევნა პოლიტიკური მოტივაციით. ეს არის ის პრეზიდენტი რომელმაც 2012 წელს არჩევნები როდესაც წააგო, ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანადქართულ ოცნებასდა გზა გახსნა, რომ ჩვენ ქვეყანას გაეგრძელებინა სვლა დასავლეთისკენ. დღესქართული ოცნებამათ შორის პოლიტიკური დევნის გზით სააკაშვილის წინააღმდეგ ვფიქრობ, რომ ხელს უშლის პირდაპირ ჩვენ მომავალს ევროკავშირში, ნატო-ში და შესაბამისად, სააკაშვილის პატიმრობა არ არის არც მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ მაგალითადნაციონალურ მოძრაობას“. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო. ცხადია, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მონახულებაც და მასთან საუბარი, თავად როგორ ხედავს მომავალს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს წინაშე დადგა გამოწვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თანამედროვე ისტორიაში პირველად აღმოჩნდა საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ექნება თუ არანაცმოძრაობისდატოვების შესახებ, სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს ეს აქტუალური თემა არ არის.

მე არ მგონია, რომ დღეს აქტუალური თემა არის პარტიის დატოვება. რაც შეეხება სამომავლო პოლიტიკურ დღის წესრიგს, მიმაჩნია რომ მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მათ შორის პოლიტიკური დევნის დასრულების უზრუნველყოფა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კოალიციური შეთავაზება, რომელიც გაჟღერდანაციონალური მოძრაობისმხრიდან თანამშრომლობის ფორმატზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა: „უკუდირესი უზნეობაა პატიმარზე დაცინვის ტონით საუბარი. ასეთივე უზნეობად მიმაჩნია მცდელობა, რომ შეიტანონ რაღაცნაირი განხეთქილება იმ ურთიერთობებში, რომელიც ამ პატიმარს აქვს საკუთარ თანაპარტიელებთან. ეს არისქართული ოცნებისხელწერა, რომელიც მუშაობს პირდაპირ რუსეთის უშიშროების მეთოდებით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას არავინ ითხოვს.

ღარიბაშვილის თქმით, უკრაინამ რომ მოითხოვოს სააკაშვილის გადაცემა, ქართული მხარე აღნიშნულს გამორიცხავს.

გამორიცხულია, 100 პროცენტით გიდასტურებთ, რომ ჯერ ერთი, არავინ არ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და სულ მცირე ექვსი წლის მოხდის მერე, შეუძლია, წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ექვსი წლით ყოფნა მოუწევს.

დღეის მდგომარეობით, სააკაშვილს ექვსი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს პატიმარი სააკაშვილი ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მისი გუნდელებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე, კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს პრეზიდენტი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი დახურულია.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმავე საღამოს, როდესაც დააკავეს სააკაშვილი, განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული და ეს საკითხი არის დახურული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია