მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ერთმანეთს რომ ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა წინ ვერ წავა - მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - 13 ოქტომბერი 2021

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას საყოველთაო შერიგებასა და მიტევებაზე ისაუბრა. კერძოდ, ყველამ უნდა შეწყვიტოს ერთმანეთის მიმართ სიძულვილის რიტორიკა. ამასთან, ფაჩუაშვილის განცხადებით, ერთმანეთს რომ ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ასე ქვეყანა წინ ვერ წავა.

მე ვერ გეტყვით, როგორ გრძნობს თავს სააკაშვილი, რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილივფიქრობ, მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალია, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, ერთმანეთზე სიძულვილით საუბარი. ვთხოვე მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ტელევიზიებისთვის, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებასა და ქრისტიანულ მიტევებაზე. ერთმანეთისთვის ძალიან ბევრი გვაქვს მისატევებელი. ვფიქრობ, ეს იწყება ჩვენი წარსულიდან, კომუნისტების პერიოდიდან. ერთმანეთს რომ ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ასე ქვეყანა წინ ვერ წავა. ქვეყანა კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წინაშეა. უნდა შევურიგდეთ აფხაზ და ოს ძმებს. იქ კი ნამდვილად ძალიან ბევრი სისხლია დაღვრილი, ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. იქაც ანგარიშსწორება და სამართლებრივი მიდგომა არაფრით არ იქნება პერსპექტიული.

მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე და მან თავის მიმართვაში ჩაწერა ეს ყველაფერი, იმედია, გამოქვეყნდება, მინდა, თქვენ მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლებაც ერთმანეთთან გამოვნახავთ საერთო ენას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ.

ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი ბოლო 30 წლის განმავლობაში. ისეთი, რომელსაც ვადა არ აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ. მე ეს ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს. ეს მინდა ვუთხრა ყველას, თქვენც, როგორც ტელევიზიის წარმომადგენლებს, დავიწყოთ ფიქრი საერთო საყოველთაო შერიგებაზე. მაშინ ქვეყანა განვითარდება. დანარჩენი მე არ ვიცი, არ ვარ არც იურისტი, არც პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიცია მას ეკუთვნის, თუ საპატრიარქოს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მან საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა.

ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. არ მქონდა საშუალება, ამ თემაზე სინოდის წევრებს გვემსჯელა. არ მიმიღია მსჯელობაში მონაწილეობა. ამიტომ, მე პირიქით, თავს უფლება მივეცი, რომ როგორც მოქალაქის პოზიცია გამომეხატა. პოზიცია მდგომარეობს განა იმაში, რომ დაუსჯელობა იყოს ქვეყანაში, არამედ საერთო საყოველთაო შენდობა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღნიშნა:

ის იყო ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი ცხრა წლის განმავლობაში. ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები და ვფიქრობ, მათ უნდა მოგვცენ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს შერიგების, შემწყნარებლობის, თანამშრომლობის მაგალითი. რაც მოგახსენეთ საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოვა ციხიდან, თავად ვკითხე მას და პირადად დავუსვი შეკითხვა, ძალიან მიხარია, რომ მისი პოზიციაც არის იგივე და სრულიად მეთანხმება, არც ერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, რომ თვითონაც ასე ფიქრობს.

გზავნილი პირველ რიგში ტელევიზიების მისამართითაც არის, რადგან თქვენ ახმოვანებთ ამ შემთხვევაში, რადგან ასე ვთქვათ, ოპოზიციასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, ოპოზიციის მიმართ შევწყვიტოთ სიძულვილით ლაპარაკი ერთმანეთზე. ყველანი, ვინც დღეს მოქმედ ხელისუფლებაში არიან, ვინც ადრე იყვნენ ხელისუფლებაში, ყველანი არიან საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი სისხლისმიერი დები და ძმები. ეს გავითავისოთ, რომ ჩვენი ერთი დიდი ოჯახი ვართ. ეს ვუთხარი ბატონ მიხეილს, ამას ვეუბნები ჩვენს ხელისუფლებას. სხვანაირად წარმოუდგენელია, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არ გააჩნია არავითარი სამედიცინო პრაქტიკა, ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.

მომეჩვენა, რომ საუბრისას აბსოლუტურად ადეკვატური იყო. ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ვერ შევატყე რაღაც ისეთი რღვევა. ციხეში ყველა ფერმკრთალია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილსნაციონალური მოძრაობისხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, აპირებს თუ არა წასვლას, რაზეც მან განაცხადა, რომცხოვრებაში არ ყოფილა აქციაზე“.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, შეიქმნა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი.

მისი თქმით, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს ყველა წინამორბედს 2012 წლიდან და თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება პატიმრის უფლებების დაცვას. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იუსიტიის სამინისტროს თხოვნას. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი ინტერესი მდგომარეობს უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვაში.

დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთმანეთს საჭიროემისამებრ რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. ასევე, სახალხო დამცველს ეთხოვა, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი და ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა. მადლობა მინდა, გადავუხადო ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც დღეს შეკრიბა ექიმები და ბუნებრივია, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია