მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოფლებში გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა, ვფიქრობ, ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე - 25 ოქტომბერი 2021

ერთი კვირაა, მიმდინარეობს ვაქცინაციის მარათონი. ოდნავ გაიზარდა სოფლის მოსახლეობის დაინტერესება, დნება უნდობლობის ყინული, მაგრამ მაინც დიდია შიში ვაქცინაციის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მარათონის ფარგლებში დამატებით 1 200 ადამიანი აიცრა.

არასწორი ინტერპრეტაციებია, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, მარტივად გადავიტანთ, მერე რა მოხდა და .. ასევე გალღვა ყინული სოფლის ექიმებში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გაიარეს გადამზადება. მაინც ეშინოდათ ვაქცინის და ეს თანდათან ამ მობილური ბრიგადების ჩარევის ფონზე უმჯობესდება. ბევრი არა, 1200 ადამიანი დამატებით აიცრა მარათონის ფარგლებში. მომავალ კვირაში სამცხე-ჯავახეთი და დასავლეთ საქართველო აქტიურდება უფრო მეტად. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, ამ მარათონით, სოფლის მოსახლეობაში უფრო მეტი აქტივობა გვექნება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ვერ გადაწყვეტს აცრების პრობლემას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ის მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად შემოღებული იყოს სხვადასხვა შემზღუდველი, ასევე, წამახალისებელი ღონისძიებები.

მომხრე ვიქნებოდი, აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, .. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობისას. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და გარკვეული ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37%-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება, თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.

რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად, აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებშიროცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი, როგორც ჩანს, ეს ზღვარი არის 35-37%-ის ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეები კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა დაარწმუნონ, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.

მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რათა დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა. მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი.

უნდა ჩავერთოთ, ავიცრათ. ჩვენ ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი ეფექტი, ასე ვთქვათ, ეფექტური შედეგი, მაგრამ ასევე, მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკაში, ყველგან არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს დეზინფორმაციაა. ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს, არ უნდა დავუგდოთ ყური, არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 650 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 847 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 643, „პისიარტესტით – 9 204.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 694 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 635 611 გამოჯანმრთელდა, 9 788 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 950 693 აცრა, დღიურად აცრილია – 1 877.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 166 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 022 პირი.

 

ამასთან, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი, გარდაიცვალა 43 პაციენტი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია