მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი - 28 ოქტომბერი 2021

საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 107 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 157, „პისიარტესტით – 18 950.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,97%, ბოლო 7 დღის – 8,89%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 707 290 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 647 878 გამოჯანმრთელდა, 9 918 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 965 714 აცრა, დღიურად აცრილია 3 951.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 271 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.

ამასთან, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია