მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მიეცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა - პროკურატურა - 18 ნოემბერი 2021

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს  არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით.  ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად,  აღნიშნულ პირს,  ნარკოტიკული ნივთიერება,  დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ,  დაკავებული ჩაიყვანეს ციხის .. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური  ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ იქნა დაკითხული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდა მისი დაპირისპირება .. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი  აღიარებითი ჩვენებისთვის.

ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა.

აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს .. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება, ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და  პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც  გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.

დაზარალებულმა პატიმარმა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

ვინაიდან ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, – წამებისათვისბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441- მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურა ვიდეომასალასაც ავრცელებს, სადაც მითითებულია, რომ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს.

მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, რა პრობლემა იყო, – ამის შესახებრესპუბიკური პარტიისწევრმა, თამარ კორძაიამ დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს რა თქმა უნდა არის საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც პროკურატურა ჩართულია როგორც მხარე, მეგის ქარდავა ჰყავთ ციხეში და ამ კადრების გასაჯაროების გარეშე გაასამართლონ, რა პრობლემა იყო. ძალიან გვიან იღვიძებს ეს ხელისუფლება, მაშინ იღვიძებს სწორედ როდესაც ეს პოლიტიკურად აწყობთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და მშვიდობიანად გადააბარა ეს ხელისუფლება, არ გაუყალბებია არჩევნები, ახლა ეს ხელისუფლება იგივეს აკეთებს პრაქტიკულად, აყალბებს არჩევნებს და ემუქრება ყველას, ვინც მის წინააღმდეგაა“, – განაცხადა კორძაიამ.

პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პროკურატურის მიერ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძის პასუხისგებაში მისცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხვდება პროკურატურისა დაქართული ოცნებისრეალურ მოტივებს.

ეს საქმეები და უფრო მძიმე საქმეები უფრო ადრე უნდა გამოძიებულიყო მთელი ცხრა წლის განმავლობაში. უფრო სიცხადე უნდა შესულიყო საქმეში, ბევრი თანამშრომელი, რომელიც მაშინ ასეთ გამოძიებებში იყო ჩართული, დღესაცქართული ოცნებისრიგებშია და დღესაც მათ დავალებებს ასრულებენ, ამიტომ საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაცოცნებასრეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს, ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ. ეს საქმეც უნდა გამოიძიონ, დამნაშავე პირებიც უნდა დაისაჯონ და ის ადამიანებიც უნდა დაისაჯონ, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ამ საქმეებს არ იძიებდნენ, თაროზე აქვთ შემოდებული და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აგდებენ ხოლმე ასეთ თემებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=Geym6O8hGS8&feature=emb_logo

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია