მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი - 30 ნოემბერი 2021

საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 პაციენტი.

stopcov.ge- მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 854 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 153, „პისიარტესტით – 16 701.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო შვიდი დღის – 8,95%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 845 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 788 201 გამოჯანმრთელდა, 12 054 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 170 057 აცრა, დღიურად აცრილია 13 603.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 554 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 135 პირი.

ამასთან, 29 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი, გარდაიცვალა 47, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია