მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - ბადრი ჯაფარიძე - 01 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ მხრიდან კვლავ არის მცდელობა, მათ მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

„წინადადება იმის თაობაზე, რომ შემდგომი საპარლამენტო არჩევნები დღეიდან უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად, ეს იყო „ქართული ოცნების“ წინადადება, როცა ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ბოიკოტი დავიწყეთ. ეს აისახა შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ დოკუმენტიდან გამოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს გენერალური პროკურორის დანიშვნით წესთან ერთად. მათი მხრიდან კვლავ არის მცდელობა მათ მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვის. კონსულტაციები შეიძლება იყოს იმაზე, რა ვალდებულებაც აიღეს, შეასრულონ და თავი დაანებონ სპეკულაციებს, მანიპულაციებს. არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები, იქნება თუ არა ეს მეორეა. ამიტომ მსჯელობა არ უნდაზე კი არ უნდა აიგოს, არამედ იმაზე, რომ გვჭირდება განხორციელდეს ის ცვლილებები, რაც პირველი მივიღეთ. რიგგარეშე არჩევნების საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტია.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ – ერთია ის ცვლილებები, რომელზეც მოვილაპარაკეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. მათი განცხადება ემსახურება რამდენიმე მიზანს – შემოიტანოს განხეთქილება ოპოზიციაში, ეს იყო ასევე დემონსტრირება, რომ ძალიან ეშინიათ, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა გააქტიურდება, როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, „ქართულ ოცნებასრაიმე ვალდებულება არ აქვს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და პოლიტიკურ ძალებს შორის სრული თანხმობა უნდა იყოს.

ოპოზიციას საკმაოდ საინტერესო მიდგომები აქვს, რადგან ერთი მხრივ, საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს, გამოაცხადეს რეფერენდუმად და წააგეს, მაგრამ არ ეშვებიან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს. საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს 113 ხმა სჭირდება და სრული თანხმობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ სრული თანხმობის პროცესი სურთ გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, რათა შემდეგ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. საკვირველია, რომ ამას საჯაროდაც კი ამბობენ და ამაზე საუბარს არ ერიდებიან. თუ მათ სურთ, თანხმობას მიაღწიონ, რათა შემდეგ გამოიწვიონ უთანხმოება, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ.

მათ რიგგარეშე არჩევნები სურდათ და ამაზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. ბავშვური კაპრიზი ხომ არ არის, რომ არჩევნების წაგების შემდეგ იძახო, რიგგარეშე არჩევნები მინდაო? ეს არის ბავშვური კაპრიზი. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა, რადგან ერთსა და იმავეს ითხოვენარჩევნებს, შემდეგ აგებენ და ისევ არჩევნებს ითხოვენ. 2024 წლამდე არანაირი არჩევნები დაგეგმილი არ არის და ამისთვის მოემზადონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია