მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი - სალომე სამადაშვილი - 02 დეკემბერი 2021

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეფასებაა იმ სასამართლო სისტემის, რომელიც მას ასამართლებს. სააკაშვილის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, იზიარებს, როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა აუცილებლად ჩათვალა გაეკეთებინა განცხადება ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების სისტემის თაობაზე და კიდევ ერთხელ დაგმო მოსამართლეების დანიშვნა.

ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. რაც შეეხება პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს მისი ამ სასამართლო პროცესის, რომელიც ძალიან მაგონებს .. საჩვენებელ გასამართლების პროცესებს, რომელსაც წარმართავდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი რაც მის გასამართლებას უკავშირდება, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რადგან აჩვენებს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად მთელ მსოფლიოს, რომ ქვეყანამ ვერანაირი პროგრესი ვერ განიცადა ვერც კანონის უზენაესობის, ვერც დამოუკიდებელი სასამართლოს და ვერც დემოკრატიის გზაზე. მყარად იმკვიდრებს საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში ადგილს, რომლის ადგილიც ნატოში და ევროკავშირში ვერ იქნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

- უკვე არ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ. ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია, საზოგადოებამ ჯერ მძევლობიდან მისი გამოყვანა მოითხოვოს.

„ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან და ტყვეობიდან ჩემი გამოსვლა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რითი დავამტკიცო, არსად არ გავრბივარ, აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში, წავიდე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. მე იმას კი არ გთხოვთ, რომ დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ წამება ნებისმიერი ადამიანის, დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ ღირსების დამცირება, არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, ჩემზე მეტი ჭკუა და გონება გაქვთ ბევრს, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც დღეს ახლა მთხოვთ-აღიარებებს, ბოდიშებს. ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ განთავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მე აქედან ცოცხალი არ გავიდე. მერე უკვე მზად ვარ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი.

მე ხომ არც მადლობას ვითხოვ არავისგან, მართლა არ ვითხოვ. არ ვითხოვ მადლობას არც სიბნელიდან რომ დენი მოვიყვანე და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა, არ ვითხოვ მადლობას, რომ მათ შორის ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა, როდესაც იურიდიულზე უკვე 15 000 ლარს აღარ ითხოვდნენ, ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი თანამონაწილე იუსტიციის ე.წ. მინისტრი. ხომ არ ვითხოვ იმაზე მადლობას, რომ ხელფასები-პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, სამუშაოები ადგილები ორჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ დავრწმუნდი ამ დღეებში. მაგრამ, უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია