მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა - ჯანდაცვის სამინისტრო - 07 დეკემბერი 2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით („სინოვაკი“, „სინოფარმი“) აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსოფლიოს 184 ქვეყანაშიკოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 8.18 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციასბლუმბერგიავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე დიდი კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყოვედღიურად 36.1 მილიონი აცრის ადმინისტრირება ხდება.

ბლუმბერგიწერს, რომ მსოფლიოში ყოველ 100 ადამიანზე საერთო ჯამში 106 დოზაა რეგისტრირებული, თუმცა განაწილების პროცესში ხარვეზებია, რადგან ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და რეგიონებში აცრების პროცესი 10-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ამჟამინდელი ტემპით, ყოველდღიურად მსოფლიოში 17.4 მილიონი ადამიანი იღებს აცრის პირველ დოზას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია