მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შესაძლოა, სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერადად ვაქცინირებული პირი, არამედ ე.წ. ბუსტერდდოზით აცრილი ადამიანი - თამარ გაბუნია - 23 დეკემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ექსპერტები იმსჯელებენ საკითხზე, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად. ისივე თქმით, შესაძლოა, სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერადად ვაქცინირებული პირი, არამედ ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერდდოზით აცრილი ადამიანი.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თემაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულადორი დოზით აცრილი, თუ მესამე, ბუსტერდოზით აცრილი პირი. ესეც იქნება ექსპერტების მსჯელობის თემა. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ჩვენი ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტის (ნიტაგის) რეკომენდაციებს დაველოდებით“, – განაცხადა გაბუნიამ.

მან ბუსტერდოზების გაკეთების ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, დღეს იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერდოზების ვადების შემცირების საკითხზე იმსჯელოს.

ჩვენ ბუსტერის ვადები უკვე შევამცირეთ, თუმცა შესაძლებელია უწყებათაშორისმა ვაქცინაციის საბჭომ დღეს კიდევ იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 68 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 437 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 020, „პისიარ“-ტესტით – 18 417.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 918 641 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 873 178 გამოჯანმრთელდა, 13 289 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 428 334 აცრა, დღიურად აცრილია 12 351.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 327 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 009 პირი.

 

ამასთან, 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 072 პაციენტი, გარდაიცვალა 52, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია