მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეს არის ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ და მისი უფლებების უხეში დარღვევა - სალომე სამადაშვილი - 30 დეკემბერი 2021

დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებიდან უნდა მომხდარიყო მხოლოდ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რაც გუშინ საზოგადოებამ ნახა, ეს არის ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ და მისი უფლებების უხეში დარღვევა.

რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ესე იქნება შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. მივმართავ ხელისუფლებას, დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ეს არის ის, რაც არის გასაკეთებელი, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება და ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი მოყვება მოვლენების იმ შესაძლო განვითარებას, რომელიც შეიძლება მოყვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომ დამძიმებას, რაც ჩემი აზრით, არის სავარაუდო იმ ვითარებაში, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. ჩემი აზრით, ცხადი გახადეს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ხელისუფლებას, ამ წესრიგით მოქმედებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

- ვხედავ, რომქართული ოცნებისმოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები, – ამის შესახებლელოსლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როგორც ჩანს, ყველაფერი ემსახურება საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაზაფვრას, დაძაბვას.

ეს ყველაფერი ისეთი ფორმით და სახით კეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გამოწვეული იყოს ვნებათაღელვა. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება დამშვიდდეს და დეესკალაცია მოხდეს, სამწუხაროდ, ისევ გვაქვს ისეთ მოქმედებებთან საქმე, რომლითაც წინასაახალწლოდ ადამიანების დაზაფვრა ხდება. ვხედავ, რომქართული ოცნებისმოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები. რაც ხდება, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

- მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპგიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდანგადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მე-12 დაწესებულებაში გუშინ ღამით გადაიყვანეს, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია