მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კოვიდკლინიკები მომზადებული ხვდებიან გამოწვევებს, რაც ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება - თამარ გაბუნია - 05 იანვარი 2022

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი შტამი „ომიკრონი“ და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხოკოვიდისსაწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერდოზის გამოყენება რჩება.

ბუნებრივია, კოვიდისმართვის პროცესში არის ახალი გამოწვევები, მსოფლიო დღეს უმკლავდებაომიკრონისახალ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებს ხედავენ. საბედნიეროდ, დღეს კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე, ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200-ლარიან წახალისებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 377 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, „პისიარტესტით – 16 681.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 5,87%, ბოლო შვიდი დღის – 6,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 945 609 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 906 708 გამოჯანმრთელდა, 14 041 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 528 030 აცრა, დღიურად აცრილია 7 191.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 353 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 921 პირი.

ამასთან, 4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 955 პაციენტი, გარდაიცვალა 67, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია