მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს - ირაკლი ღარიბაშვილი - 10 იანვარი 2022

ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციას, დაწყებულია დაინფიცირების მორიგი, ახალი ტალღის აღმასვლა, რაც ახალი შტამის, „ომიკრონის“ და სადღესასწაულო დღეებში შეკრებებისა და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ.

ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიცფაიზერმაშეიმუშავა, ვმუშაობთმერკისმედიკამენტზეც.

ხვალ გვექნება კოვიდსაბჭო და დამატებით ვიმსჯელებთ ვითარებაზე. პირბადის ტარება არის აუცილებელი, ეს არის პრევენციის და დაცვის საშუალება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილება. მესმის, რომ ახალი წლის დღეებში საკმაოდ გაზრდილია მობილობა. ამას გარდა, „ომიკრონისშტამმაც განაპირობა ის, რომ შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მობილიზება და ის, რაც ხდება ევროპაში, კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. მაგალითად, საფრანგეთში 200 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ. ამერიკაში ინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვიყოთ მობილიზებული, არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომომიკრონიშედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს.

კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და რაც მთავარია ვაქცინაცია, ეს არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 218- შეადგენს.

ბოლო 24 საათშიკოვიდ-19“ 2 953 პირს დაუდასტურდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 3 842 შემთხვევა გამოვლინდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია