მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ ყველანაირი პირობა შევქმნა - მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - 19 იანვარი 2022

სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ, ყველანაირი პირობა შევქმნა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს თუ მოეწონება მისი ინიციატივა, მზად არის, იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მიხეილ სააკაშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ წინააღმდეგი არ იქნება.

მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ სავარაუდოდ წინააღმდეგი არ იქნება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად შედის მის ინტერესში. მგონია, რომ სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს. რა თქმა უნდა, მოლოდინი რომ არ მქონდეს, ამას არ ვიტყოდი. მგონი, ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. მე დარწმუნების, დავალდებულების, თუ იძულების არავითარი სხვა საშუალება არ გამაჩნია. ეს განვაცხადე, რომ ამისთვის მზად ვარ და თუ ისურვებს ჩვენი ხელისუფლება, მზად ვარ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო ამ საკითხზე და ყველანაირი პირობა შევქმნა ჩემს ეპარქიაში“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

- მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო და პრეზიდენტობის დროს მას ამისთვის გარკვეული რესურსი ჰქონდა კიდეც; სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხელში ჯოხი ეკავა; ახლაც იგივე სააკაშვილს ვხედავთ, როგორც მსჯავრდებულს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რიგგარეშე არჩევნებისა და საყოველთაო პროტესტის თაობაზე. ვოლსკის თქმით, რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და მიხეილ სააკაშვილი საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს.

რასაკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენიასაკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და თავისი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა.

რაც შეეხება სახალხო დამცველისა და ექიმების განცხადებას, ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი თავს წყნარად გრძნობს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გამოიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გასვლა, მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე ჩადენილი აქვს.

მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა მძიმეა და არ შეიძლება, პატიმრობაში რჩებოდეს. ამ ფონზენაციონალური მოძრაობისაგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს.

როგორც ვხედავთ, პარტიაში ერთმანეთს ორი თემა დაეჯახააირჩიო პარლამენტი და არა ქუჩა, პარლამენტი და არასააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.

ნაციონალური მოძრაობისგანარავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველოდები, რადგან მათი მხრიდან ისევ იქნება მცდელობა იმის, იმ შეგონების რეალიზაცია მოახდინონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. ჩვენს ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

- პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ბოლო ვიზიტზე ვიყავი 11 იანვარს, კვლავ რჩება ნერვიული სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა. 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დგას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ წულაძემ აღნიშნა, გამოხატულია მხედველობის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო.

„მიხეილ სააკაშვილთან რჩება პოსტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ეს ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება თავად ამ ნარჩენ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, სავარაუდოდ ენცეპალოფატიის ფონზე განვითარებული თიამინის დეფიციტის შედეგად გამოწვეული პოლინეიროპათიის შედეგი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს  ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც.  დამატებითი კვლევის თვალსაზრისით ჩატარებული უნდა იყოს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფა, რომელიც იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა ნევრილოგის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება“, – განაცხადა ნევროლოგმა.

კითხვაზე, თუ განიხილება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა, თენგიზ წულაძემ აღნიშნა: „ჩვენთვის ეს საკითხი არ არის დასმული. მკურნალობა, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, შეიძლება, ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს, ეგ საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს“.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ომბუდსმენის აპარატთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ, ექიმების აღნიშნულმა ჯგუფმა ის სამჯერ მოინახულა და დღეს წარდგენილი ანგარიში ამ ეტაპისთვის შემაჯამებელია.

ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. შესაბამისად, დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე, ვინაიდან, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში (პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლო 11 იანვარს), არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა; ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს.

თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარების და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებითად თუ არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის.

ამიტომ შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს ანგარიში შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი შეფასებები პაციენტის მდგომარეობის და საჭირო და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე. ვიზიტი განახორციელა ხუთმა ექიმმა, თუმცა კონსილიუმის განხილვებში მონაწილეობას იღებდა რვა ექსპერტი და შესაბამისად, რვა სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს აღნიშნულ დასკვნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. „ვფიქრობ, სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია