მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე? - 17 ოქტომბერი 2022

 

მაღალმთიან რეგიონში ქალებისთვის მარტივი გახდა უფრო ბიზნესზე ფიქრი, ვიდრე პოლიტიკურ კარიერაზე“

რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ადგილზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები.

ამ თემაზე ქედის მკვიდრს, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტ ილონა შავლიძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ილონა, რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე?

- ქედის საკრებულოს 24 დეპუტატიდან სამი ქალია - ეს სურათიც საკმარისია ვთქვათ, თუ რამდენად ნაკლებად არიან ქალები პოლიტიკაში ჩართული. ეს ციფრიც ალბათ კვოტირების (საარჩევნო)  სისტემამ მოგვცა, რომელიც საკრებულოს პროპორციულ სიაში ყოველ მესამე კანდიდატად ქალის ჩაწერას გულისხმობდა. ის ფაქტი, რომ ადგილზე მაჟორიტარი ქალი საერთოდ არაა, მხოლოდ ამყარებს ჩემს არგუმენტს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ცხრა სხვადასხვა სამსახურის უფროსის პოზიციაა. მათგან სამსახურის უფროსი ქალი მხოლოდ ერთ, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული. ვფიქრობ, რომ თუნდაც ასეთი პრეცედენტები გვაძლევენ კარგ მაგალითებს იმისა, რომ სამომავლოდ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.

ნაკლებად ვხედავთ ქალებს ასევე სხვა მაღალ  თანამდებობებზეც. მაგალითად,  ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ ()იპებისა და შპს-ების ხელმძღვანელებად მხოლოდ ორში, „ბაგა ბაღების გაერთიანებისადასახელოვნებო სკოლისხელმძღვანელად ქალები არიან წარმოდგენილი.

- როგორია მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები? 

- ხელშემშლელი ფაქტორები სათავეს იმ სტერეოტიპებიდან იღებს, რომელიც უძველესი დროიდან დამკვიდრდა და დღემდე ვერ მოვიშორეთ.  მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და დღემდე სოფლებში გადაღებებზე გასვლისას ქალები კამერებს გაურბიან. არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის მიზნით, კარდაკარ სიარულსაც ითვალისწინებდა - ოჯახში მისულს კი ქალები ხშირად მეუბნებოდნენ:

მე არა, ჩემს ქმარს დავუძახებ  ანოჯახის უფროსს დავუძახებ და იმას უთხარი  და ..

სამწუხაროდ, დღემდე ჭარბობს ისეთი სტიგმა, რომლის მიხედვითაც ოჯახში ერთადერთიდომინანტიკაცია. ქალი კი, მითუმეტეს მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ითვლება ოჯახის დიასახლისად,  ქალი არის შვილების აღმზრდელი...

ის ქალები, რომლებიც მუშაობას სკოლებსა თუ ბაღებში ახერხებენ, საკმაოდ შრომატევადი საქმე უწევთ. მათ ოჯახში საოჯახოს გარდა უამრავი საქმე უნდა მოასწრონ, რომელიც საქონლის მოვლას, საკარმიდამო ნაკვეთში თამბაქოსა თუ ბოსტნეულის მოყვანას გულისხმობს. ზაფხულობით კი ზოგიერთ ოჯახს, ოთხი თვის განმავლობაში, საქონელი მთაში მიჰყავს, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებენ. ამდენი საოჯახო თუ საკარმიდამო საქმე კი მათ უბრალოდ დასაქმების, მით უმეტეს კი პოლიტიკაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს.

მუნიციპალიტეტში განათლებამიღებული ქალებისთვის კარიერის შესაქმნელად მთავარი დაბრკოლება ტრანსპორტირებაც არის, რადგან  სოფლებიდან მიკროავტობუსი ყოველდღიურად არ გადაადგილდება. თუ გადაადგილდება ისიც იმ დროს, როცა ადგილობრივებს დილის 7 საათზე მოწეული მოსავალი ბათუმის აგრარულ ბაზარში ჩააქვს და უკან საღამოს საათებში ბრუნდება.

ვფიქრობ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ქალებისთვის მარტივი გახდა უფრო ბიზნესზე ფიქრი, ვიდრე პოლიტიკურ კარიერაზე. მოწეულ პროდუქციას თუ თავიანთი ხელსაქმით შექმნილ სხვადასხვა ნაკეთობებს რეალიზაციას უკეთებენ; რაც მათთვის უკვე შემოსავლის წყაროა. ქედაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, პარალელურად მატულობს საოჯახო სასტუმროები და მარნები, რომელსაც ხშირად ქალი უძღვება.

ქედის მერიას უკვე აქვს პროგრამა: „ქალთა მეწარმეობის განვითარება“ , რომელიც ქალთა ბიზნესში ჩართვას და მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს. გარდა ამისა,  ქედის მერიაში მუშაობსქალთა ოთახი“, რომელიც არაერთ ტრენინგს ატარებს გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა თუ სხვადასხვა თემებზე. 

მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების სწრაფვა ნელ-ნელა მიგვიყვანს იქამდე, რომ საზოგადოება გაითავისებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და საბოლოოდ დაასამარებს გენდერულ უთანასწორობას.

- რაც შეეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკებს...

- მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესახებ ნაკლებად მაქვს ინფორმაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ქედის მერიამ აამოქმედა ახალი პროგრამა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, . ასეთი შემთხვევები (სამწუხაროდ) არსებობს. ქედის მუნიციპალიტეტშიქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის" მხარდამჭერი მუნიციპალური ორკომპონენტიანი პროგრამა წელს ამოქმედდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მხარდაჭერით ახორციელებს; რომლის მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლება.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პროგრამა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას ითვალისწინებს. ასევე, ცნობიერების ამაღლებას ტრენინგ-სემინარების საშუალებით.

წყარო: "გზა"

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია