მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მზარდი მსგავსება ქართულ-აზერბაიჯანულ პოლიტიკურ პროცესებს შორის - 18 ოქტომბერი 2022

თუ ბაქოში ყველაფერი ალიევების (ცოლ-ქმრის) ერთ სახელისუფლებო კლანს ემორჩილება, საქართველოში ერთი მილიარდერის (ქვეყნის არაფორმალური მმართველის)  კონტროლქვეშაა“

ჩვენი მორიგი რესპონდენტი გიორგი ბოლო დროს ქართულ-აზერბაიჯანული პოლიტიკის მსგავსებაზე გვესაუბრება. მოვუსმინოთ მას:

- ბოლო წლებში ბევრი საერთო იკვეთება ქართულ-აზერბაიჯანულ პოლიტიკურ პროცესებს შორის. ერთია, რომ უკვე ბნელ საქმეებშიც კარგად თანამშრომლობენ. გავიხსენოთ თუნდაც ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში ძალადობრივად აყვანა და საზღვარზე ბაქოს ხელისუფლებისთვის გადაცემა. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდება - მოგვიანებით თვითონ ჟურნალისტი ასაჯაროებს, რომ აღნიშნულთანამშრომლობაშიქართულ მხარეს მილიონობით დოლარი გადაუხადეს. თბილისში ამ სამარცხვინო დანაშაულზე დღემდე პასუხი არავის უგია. მთავრობის აქაურ მონებს თუსაქმისთვისდასჭირდათ, აღნიშნულ უკანონობასაცპატრიოტულიმოტივებით ამართლებენ - აბა, ვიღაც ჟურნალისტის გამო მეგობარ აზერბაიჯანთან ურთიერთობას ხომ არ გავიფუჭებდითო. ამ დროს, გახმაურებულ სპეცოპერაციაში მილიონებია გადახდილი და ადრე თუ გვიან ამასაც ნათელი მოეფინება.

მაგრამ მსგავსება ამით არ შემოიფარგლება. თუ ბაქოში ყველა და ყველაფერი ალიევების (ცოლ-ქმრის) ერთ სახელისუფლებო კლანს ემორჩილება, საქართველოში ყველაფერი ერთი მილიარდერის (ქვეყნის არაფორმალური მმართველის) კონტროლქვეშაა. ეს ორი მახინჯი სისტემა თითქმის ერთნაირად მუშაობს და ნამდვილ დემოკრატიას (რაც ხალხის მმართველობას  გულისხმობს) ლაგამი აქვს ამოდებული.

მონათესავეაზერბაიჯანის ხელისუფლება დღეს რასაც კი მოისურვებს იმას აკეთებს და პასუხის მომკითხავი შინ თუ გარეთ არავინ ჰყავს. ასე იცის ნავთობ-გაზის ლამის ულევ მარაგებზე მყარად შემოჯდომამ და ყველა პოტენციური გამკრიტიკებლის ღია თუ ფარულმა მოსყიდვამ დასავლეთით თუ ჩრდილოეთით, მარჯვნივ თუ მარცხნივ. დღემდე არაერთი სკანდალია გახმაურებული, როცა თავად ამერიკელი კონგრესმენები და ევროპარლამენტარები იღებდნენ ქრთამებს ბაქოელი ემისრებისგან. სასწორის პინაზე კი დუმილი დევს, როცა სხვა ღარიბ ქვეყანას ბევრად ნაკლებმიქარულზეარ ეპატიება.

აი ქვეყნის შიგნით კი ალიევების კლანს სრული კარტ-ბლანში აქვს დათრეული. დასუსტებულ ოპოზიციას ისეთი მეთოდებით დევნიან, ძირითადად ევროპაში გაქცევის, თავის შველის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ. ამასწინათ, ერთ-ერთ ოპოზიციონერ ბლოგერს პარიზის ქუჩებშიც კი დაეწივნენ ფულგადახდილი მონები და დანებით რამდენიმე ათეული  ჭრილობა მიაყენეს - ახალგაზრდა კაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა (მანამდე შეუთვალეს, თუ არ გაჩერდებოდა დის .. ლოგინის კადრებს გაუვრცელებდნენ, მაინც გააგრძელა ოპოზიციური მოღვაწეობა). ასე ღიად დათარეშობენ კლანის ზონდერები ევროპის ქუჩებშიც და თუ საჭიროდ მიიჩნევენ ადგილზე ჩეხენ მთავრობის მოწინააღმდეგეებს. 

იქაურ ხელისუფლებას მესამე წელია სახელმწიფო საზღვრები ჩაკეტილი აქვს და მოსახლეობის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად არ ხსნის. საბაბი უამრავია - კოვიდპანდემია, ყარაბაღის ომისშემდგომი რთული პროცესები, ირანთან ურთიერთობის დაძაბვა და მისთანები. მოქალაქეები ლამის იხვეწებიან სახმელეთო გზით ქვეყნის დატოვების უფლება მიეცეთ, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ მთავრობასთან დაახლოებული ავიაკომპანიები ყოველდღიურად მდიდრდებიან. ბაქოში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს იჭერენ და უმალვე განყოფილებებში გადაჰყავთჭკუაზე მოსასვლელად“. ამგვარი დამოკიდებულებების გამო, სამშობლოსმსოფლიოში უანალოგო ქვეყნადაღიქვამენ და არის ამაში სიმართლის მარცვალი.

დაახლოებით მსგავს უკუღმართ გზაზეა შემდგარი ქართული მხარეც. კლანის მაგივრად აქ ენით აღუწერელი მონების მთელი ბრიგადა მოქმედებს, რომელიც მზად არის ერთი კაცის ნებისმიერი დავალება შეასრულოს. თან ესბრიგადაბოლო დროს მარტივ-მამრავლებად იშლება მარჯვნივ თუ მარცხნივ და ცდილობსარქიფოსერთგულებაში სხვას გაუსწროს და გადაასწროს. მიზანი ერთია - ეშმაკსაც წაუღია ქვეყნის ინტერესები, მთავარია პატრონ-მყვარებელს და მის ქონებას რაიმე საფრთხე არ შეექმნას.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- პუტინის მიერ უკრაინაში ბოროტი ომის დაწყებიდან პირველივე დღიდანვე დაკავებული ყოვლად სამარცხვინო პოზიცია სწორედ აღნიშნულ სქემას ემსახურებოდა. თუ გახსოვთ იუნკრების მემორიალთან გაკეთებული განცხადებები, რომ უკრაინა განწირული იყო და თბილისი აგრესორი კრემლის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდებოდა. თანაც როგორ ხმამაღლა და ყელმოღერებით იყო ნათქვამი ეს ყველაფერი; რამაც დასავლელი მოკეთების გაოცება (რბილად რომ ვთქვათ) და ჩრდილოელი აგრესორის კმაყოფილება გამოიწვია.

მას შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აღნიშნულ (ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისთვის საწინააღმდეგო) ყალიბში ჯდებოდა. მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებასთან პერმანენტულად დაძაბული ურთიერთობები და პირიქით, მოსკოვის მხრიდან თბილი სიგნალები. და რაც მთავარია, ამ ფონზე ჩვენი შინაური მონების არნახული შემართება, რომ ერთ კაცის ნების შემსრულებელიმთავრობისყველა არასწორი ნაბიჯი გაემართლებინათ.

აუცილებლად მოვა დრო, სამარცხვინო არაფორმალური მმართველობა დასრულდება, ამ ყველაფერი თავისი ნამდვილი სახელი დაერქმევა. ამიტომ აქ დეტალების ჩამოთვლა აღარ დაგვჭირდება. ერთგვარ აპოგეას კი წარმოადგენდა დასავლეთის დადანაშაულება, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდოდა. ასევე, აშშ- საელჩო თურმე ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინაცია-წაქეზებას ახდენდა. არაფრით ცხრებიან მონები თავიანთი ეპისტოლარული ჟანრით - პატრონ-მყვარებლის ქონება ხომ კბილებით დასაცავია, მერე მსუყე ხელფასებს ვინ გადაუხდის - ადამიანებს სესხები აქვთ, იპოთეკები და .. მონას როდის აღელვებდა ქვეყნის ინტერესი? ან სინდისი როდის აწუხებდა, როცა უკრაინაში უკვე ოთხასამდე ბავშვია მოკლული, დანარჩენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალებსა და მოხუცებზე აღარაფერს ვამბობთ. ამ დროს ძვირ სიტყვას ვერ ათქმევინებ პუტინის დამპალ რეჟიმზე (ბოლო ხანს ელემენტარულ საერთაშორისო სანქციებსაც კი არ უერთდებიან), როცა პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მებრძოლი ხელისუფლება ლამის ჩვენი ქვეყნის მტრად არის გამოცხადებული.

და კიდევ, ბოლო დროს ქართულ-აზერბაიჯანულ მმართველთასიახლოვეიმითაც კარგად ჩანს, რომ  თბილისმა ბაქოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნასაც კი ვერ მიაღწია. ამ დროს ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა ჰქვია. ადამიანები ორივე მხარეს იტანჯებიან გადაადგილებისთვის, როცამონათესავემთავრობებს ეს პრობლემა საერთოდ არ ადარდებთ და ნაბიჯსაც არ დგამენ ამ მიმართულებით.

ასე გაგრძელება დაუშვებელია. თუ ხალხმა პასუხი არ გასცა ხელისუფლების თვითნებობას და მეზობლებთან სულ უფრო დამსგავსებას, ერთ დროს რეგიონისდემოკრატიის შუქურასგანაღარაფერი დარჩება. ევროკავშირის საკანდიდატო სტატუსის არმიცემა ამ გზაზე ერთი ძლიერი სიგნალი იყო. დანარჩენი ამ ქვეყნის მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის საფიქრალია. დროა გამოვფხიზლდეთ რეალობისგან, როცა ქვეყანა და მისი სასიცოცხლო ინტერესები ერთ მდიდარი კაცის სავაჭრო დახლად არის გადაქცეული.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია