მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იუსტიციის საბჭოზე არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს გავლენა არ აქვს - დავით სერგეენკო - 24 ოქტომბერი 2022

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მაგრამ ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან. სერგეენკოს არ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება.

არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქცნიონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვითრატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ხმათა უმრავლესობით  და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

წყარო: „პირველი არხი“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია