მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი - პაატა მანჯგალაძე - 07 ნოემბერი 2022

ეს არ არის სამი პარტიის გაერთიანება, ესაა პროცესის დაწყება, რომელიც უნდა გახდეს საერთო ეროვნული, ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი, უფრო მეტიც, ახალი წინააღმდეგობის ფრონტის ნაბიჯი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა.

მე ვილაპარაკებდი პარტიების გაერთიანებაზე ხვალ რომ იყოს არჩევნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა სია, ბრენდი, ვინ, როგორ, სად, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის უბრალოდ პარტიების გერთიანება, ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დაწყება. სად მიგვიყვანს, რამდენი ვიქნებით და რა შედეგი გვექნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და არა რამდენი პარტია. რამდენი ადამიანიც ჩაერთვება ამ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, შედეგიც იქნება შესაბამისი. ვიქნებით ბევრი? შედეგი იქნება მალე. ვიქნებით შედარებით ცოტა? – გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი მაინც იქნება. ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, მარტოც რომ დავრჩეთ, მაინც ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

- მე წარმოვადგენ პარტიას და ამ ეტაპზე სწორად რომ ვთვლიდე სამი პარტიის გაერთიანებას, მეც ჩემს კოლეგებთან ვიქნებოდი, ამ ტიპის გაერთიანებას არ ვეთანხმები, რადგან მათი გზავნილები არ არის მისაღები, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესში ოპოზიციონერები მაქსიმალურად ჩართული უნდა იყონ, რათა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ როგორც მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, რას აკეთებს სინამდვილეში „ქართული ოცნება“.

„ვფიქრობ, პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა მეტი ინფორმაცია და ანალიტიკა უნდა მოგვაწოდონ ქვეყანაში ასეთი ტიპის პოლიტიკურ პროცესებზე. მე წარმოვადგენ პარტიას და რომ ვთვლიდე, ეს გაერთიანება ამ ეტაპზე არის სწორი, მეც ჩემს კოლეგებთან ვიქნებოდი. არ ვეთანხმები ამ ტიპის გაერთიანებას, რადგან მათი გზავნილები არ არის მისაღები. მათი ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა საპარლამენტო მუშაობას, არანაირ თანამშრომლობას არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებასთან 12 პუნქტის თაობაზე, აზრი არ აქვს, მაინც არ გვაძლევენ სტატუსს – მე ამ გზავნილებს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რაც არ უნდა სკეპტიციზმი არსებობდეს და რაც არ უნდა მაქსიმალური ინფორმაცია გვქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც არ სურს სინამდვილეში ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ჩართული, რათა ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ სინამდვილეში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია