მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროკავშირის რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს იქნება ბოროტება სახელმწიფოსა და შვილების მომავლის წინაშე - ალეკო ელისაშვილი - 22 ნოემბერი 2022

ყველა უნდა ვზრუნავდეთ, ვფიქრობდეთ და შესაბამის ნაბიჯებს ვდგამდეთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ხელიდან არ გავუშვათ, რადგან ასეთი ისტორიული მომენტი კიდევ როდის დადგება, ღმერთმა უწყის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის შესახებკანონპროექტზე ევროკავშირის მოწოდებები უნდა გაითვალისწინოს.

განცხადებაში საკმაოდ ხაზგასმულად, პირდაპირ და არაორაზროვნად წერია, გადაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, შეამოწმებინეთ შესაბამისობა და შემდეგ მიიღეთო. ამ მოწოდებას ყური უნდა დაუგდონქართულმა ოცნებამაცდა პარლამენტმაც, რადგან თუ ეს ან ნებისმიერი პუნქტი ჩავარდება, სტატუსს ვერ მივიღებთ. ახლა ყველა უნდა ვზრუნავდეთ, ვფიქრობდეთ და შესაბამის ნაბიჯებს ვდგამდეთ, რომ სტატუსი ხელიდან არ გავუშვათ, რადგან ასეთი ისტორიული მომენტი კიდევ როდის დადგება, ღმერთმა უწყის. ახალი ტალღა დადგა არა იმის გამო, რომქართული ოცნებადემოკრატიის მქადაგებელი და განმახორციელებელია, არამედ ეს მომენტი დადგა უკრაინის თავგანწირვის გამო. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს. თუ არ გავითვალისწინებთ ევროკავშირის რეკომენდაციებს, ეს იქნება ბოროტება ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

- „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სპეკულაციები მორჩეს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

„ირაკლი კობახიძეს პირველ კურსზე ასწავლეს, რომ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის კანონმდებლობის კოპირება სხვადასხვა შედეგს იძლევა. შესაბამისად, უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ. რომელ პროექტსაც ექნება დადებითი შეფასება, ის უნდა განვიხილოთ. არგუმენტი რომ დეკემბერში უნდა დავასრულოთ, ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვება შეიძლება, რადგან როგორც პარტნიორები გვეუბნებიან, საბოლოო შეფასება წლის ბოლომდე არ იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ამასთან, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ.“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაშიდეოლიგარქიზაციის შესახებკანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომკანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“.

წყარო: „პირველი არხი“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია