მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ბანანის რესპუბლიკის გზას გავდივართ, ადამიანის სიცოცხლის ფასი ძალიან დაბალია“ - 01 დეკემბერი 2022

ამხელა ემიგრაციის გამო, ოჯახის ინსტიტუტი მორღვეულია, სკოლა მარტო ქაღალდზე არსებობს“

ქვეყანას ქალთა მიმართ ძალადობის მორიგმა ტალღამ გადაუარა. ჩვეულად დაზაფრული საზოგადოება მიზეზებს ეძებს და ცდილობს გამოსავლის გზები იპოვოს. ამ დროს იმგვარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომრეცეპტის გამოწერამარტივი საქმე არ არის. თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ვახტანგია, რომლის ნაამბობშიც ჩვენი დღევანდელობის ბევრ დამახასიათებელ ნიშან-თვისებას ნახავთ. 

- საშინელი დანაშაულები მოხდა ბოლო დროს. მოდით რამდენიმე და, რაც მთავარია, მათზე რეაქცია განვიხილოთ:

სამ განსხვავებულ საინფორმაციო საშუალებაში დაიდო მასალები, რომ კლუბში გოგოებს ზოგჯერ უცხო რაღაცებს უყრიან და მერე სექსუალურად ძალადობენ. ახლა ამაზე რეაქცია:

- რა უნდა ქალს კლუბში;

- კლუბში იმიტომ დადიან, რომ გააუპატიურონ;

- კლუბში აბა სხვას რა ელოდნენ?

- ღირსები არიან!

- დაეტიონ სახლში და . .

ყველაზე სამწუხარო ისაა,  რომ ამ კომენტარების უმეტესობაში ისევ ქალები აქტიურობენ (40+).

12 წლის გაუპატიურებულ ბავშვს მამამ სცემა, როცა ამის შესახებ მოუყვა. რეაქცია:

- უნდა მოეკლა;

- თქვენ არ სცემდით?

- ღირსი იყო და . .

მსგავსი კომენტატორების უმეტესობა ისევ... კაცებიც არ აკლებენ რა თქმა უნდა კომენტარებს ასეთებზე.

იქ ქალი დაწვა (პირდაპირ ცეცხლი წაუკიდა) „ყოფილმადა...

- იქნებ რა დააშავა;

- იქნებ უღალატა;

- იქნებ, იქნებ...

მოკლედ, აქედანაც ჩანს, რომ საზოგადოება კარგ დღეში არ ვიმყოფებით. ეს ხალხი, ვინც ასე აზროვნებს (ზრდიან შვილებს, რომლებიც მერე კლავენ არამარტო ცოლებს) არიან ჩვეულებრივი მოძალადეები და ისინიც სხვას ურყევენ ფსიქიკას; და ასე ერთ წრეზე ვტრიალებთ. საკუთარი შეუმდგარებით გაბოროტებული საზოგადოების დიდი ნაწილი იმ ადამიანებზე ძალადობს, ვისაც სიცოცხლე უყვარს და ნორმალური მომავლის მოლოდინი აქვს. სულ ესაა.

აი, დედის/ბებიის ტოლა ხალხი რომ წერენ ქალებზე, ღირსები იყვნენ გაუპატიურების, რადგან ღამის კლუბში წავიდნენო - მათ ვინ უნდა გაზარდონ/გაზარდეს, ხომ წარმოგიდგენიათ? სავარაუდოდ, ისევ თავისნაირი მოძალადეები. თან ყველაფერს აპროტესტებენ, რაც გასაპროტესტებელი არ არის. სამაგიეროდ ეკონომიკას და იმას, რაც მათ ცხოვრების დონეზე ავლენს ზეგავლენას, არ აპროტესტებენ.

- პრობლემის მიზეზები სად უნდა ვეძიოთ?

- ერთ-ერთი იმაშია, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები ცოტა არ იყოს უცნაურად უყვართ. არ არის ეს ჯანსაღი, როცა მოზარდების მიმართ ამხელა აგრესიაა. ქალებს ვხედავ, რომლებიც საშინლად გამწარებულები არიან შვილებზე - აყვედრიან მთელ ქვეყანას, რომ მოზარდების ცემა აეკრძალათ. ცემა ჰგონიათ გამოსავალი - არა ლაპარაკი, არა საუბარი, არამედ ფიზიკური დასჯა. თურმე ბავშვები უნდა ცემო, რომ კარგები გაიზარდონ. მერე უკვირთ, რომ საშინელ ყოფაში ვტრიალებთ უსასრულოდ.

- როგორ კაცო, ბავშვს ცოტა თუ არ წამოარტყი, ისე როგორ გინდა აბა მიხვდეს რამეს? რა, რომ ვცემ .. ჩემი შვილი არ მიყვარს? თქვენ მასწავლით შვილის სიყვარულს? - ასეთ კითხვები ხომ კარგად გეცნობათ?

- მერე კიდევ მასწავლებლები ავიღოთ; ჩემ დროს მასწავლებლისადმი პატივისცემა იყო და რომ ილანძღებოდა და ხან ჯოხს ისროდა, ხან სახაზავს გირტყამდა, ეგეც შენთვისვე კეთდებოდა - რიდი გქონდა, რომ გესწავლა მერე. ენჯეოშნიკების და ამერიკის ბრალია ყველაფერი, ეგენი მასწავლიან ბავშვს და ცოლს რა ვუყო? ამერიკის ასაკის მუხა მიდგას ეზოში - ესეც იმავეგენიალურიაზროვნების სერიიდანაა.

საგულისხმოა, რომ ეს ხალხი უკრაინის ომთან მიმართებაშიც ზღვარგადასულად აქტიურია. პრეზიდენტ ზელენსკის სურათი დაიდო ოჯახით, რომ ბავშვებთან ცოტა დროს ვატარებ და ძალიან მენატრებაო. ჰოდა, კომენტარებში რა ხდებოდა იცით?

- რა ხდებოდა?

- შენი შვილები ხომ კარგად არიან? სხვების ხომ შეახოცე?

- შენები ცოტას მაინც გნახულობენ, სხვების კი ვერა;

- რატომ დაიწყო ზელენსკიმ ომი რუსეთთან და მისთანა ბოდვები.

ისევ გამოვშტერდი.

- ბევრ რამეს ისევ ქალებს ხომ არ ვაბრალებთ?

- არა, როგორ გეკადრებათ! უბრალოდ ჩემს დანახულ რეალობაზე გეუბნებით, თუ არ გჯერათ თავად გადახედეთ სოციალურ ქსელებს, იქ რა ხდება ამ ბოლო დღეებში. აქვე ერთი ისტორია გამახსენდა და ბარემ მოგიყვებით. ერთ-ერთ სამსახურში გოგო გავიცანი, დავმეგობრდით. ურთიერთობებზე ვსაუბრობდით და მიყვება - ჩემმა შეყვარებულმა შუაპლეხანოვზეიარაღი დამადო შუბლზეო; ჩემი ბრალი იყო და გამისწორდა ასეთი რეაქცია რომ ჰქონდაო. რა უნდა ელაპარაკო? ამ საუბრის მერე თავს ვარიდებდი.

სკოლის პერიოდში იყო, რომ მოძველბიჭოები დაფსიხებიევასებოდათ, ოდნავნიტო ვზგლიადზერომ ვარდებოდნენ და სხვაზე მოსაკლავად იწევდნენ. მერე მათვე ცოლებად მიყვებოდნენ და ერთ დღესაც... დაიჭირე, გამიშვი, გამატარე...

სამწუხაროდ, ეგეთი ტიპების 90% ისევ ეგეთებად დარჩნენ და შედეგიც აგერაა.

12 წლის ბავშვს რომ გააუპატიურებენ, მამამისი კიდევ ზემოდან ცემა-ტყეპას დაუმატებს - ამ ბავშვმა რომ თავს რამე დამართოს, ისევ ბავშვს დააბრალებენ ის ლამზირა დეიდები და მურთაზა ბიძიები. მათინოდარიკოხომ საუკეთესოა! მერე რა რომ 24 საათი ბირჟაზე დგას, მთელი კორპუსის გასაგონად იგინება და სიგარეტის ფულს ბებია აძლევს პენსიის გროშებიდან.

მერე ნუ გიკვირთ, რაც ხდება. ტიპური ბანანის რესპუბლიკის გზას გავდივართ. ასეთ ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლის ფასი ძალიან დაბალია. ამხელა ემიგრაციის გამო, თუნდაც ოჯახის ინსტიტუტი მორღვეულია. სკოლა მარტო ქაღალდზე არსებობს. მძიმე სოციალური ფონი - ლუდომანია, ნარკომანია, ლოთობა, უიმედობა. რატომ უნდა იყოს საერთო ფსიქოლოგიური ფონი უკეთესი?

ყველაფერი მოდის სოციალური პრობლემებიდან, უპერსპექტივობიდან, უიმედობიდან. ხელფასები ისევ მონურია და ფასებით უკვე ევროპას არათუ დავეწიეთ, გავუსწარით კიდეც. ამას რაღაც აქაური ნიჰილისტური და მოღუშული მდგომარეობაც ემატება. არ ვიცი ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში ძალიან უღიმღამო გახდა აქ ცხოვრება. ადრეც არ იყო მაინცდამაინც ფერადი გარემო, მაგრამ ახლა მართლა დეპრესიულია.

- თქვენეულ გამოსავალზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა...

- ჩემი დაკვირვებით, ნაცებს ჰქონდათ პოლიციური სახელმწიფოს მოდელი კრიმინალის წინააღმდეგ. ქოცების დროს არის -  მეტი თავისუფლება კრიმინალს. არც ერთი მოგწონდათ, არც მეორე გინდათ. მე გეუბნებით, რომ საზოგადოებას, ხალხს და მესამე პირებს დაანებეთ თავი; სანამ ეგენი მოგერგებიან და შეიცვლებიან გავა ცხოვრება. გამოსავალი ინდივიდუალური სიფხიზლესა და მეტ განათლებაშია. ფსიქოლოგია, ეკონომიკა და თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში.

მათ შორის, ჰუმანიტარული განათლებაც თამაში და დროის კარგვა ჰგონია ხალხს. იმასაც კითხულობენ, რაში გვჭირდებაო. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანია - პირდაპირ ღირებულებებზე გადის და პლუს კიდევ გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარს უვითარებს ადამიანს. ტოლერანტობაზე, პატრიოტიზმზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ყველაფერზე უწევს ფიქრი ადამიანს, თუ ნორმალურად ისწავლება სკოლაში ეს საგნები. მათემატიკას და ფიზიკას აქვს უსაზღვრო მნიშვნელობა, მაგრამ ამას ვერ ანაცვლებს.

ჰოდა, ახლა როცა ჰუმანიტარული განათლება ნულზე დავიდა, შედეგიც სახეზეა, გამოთაყვანდა ხალხი. ცალკე კრიტიკული აზროვნების უნარი დაკარგეს და ცალკე ღირებულებებს დედა ეტირა. ჯერ სად ვართ - უარესობა და უარესობა იქნება, ისეთ ღრმა კრიზისში შევიყვანეთ თავი.

რამდენიმე წლის წინ რაღაც მოხსენება წავიკითხე. ზოგადად სახელმძღვანელოები მიმოვიხილე, სიტუაცია აღვწერე (საკმაოდ მძიმე). დამსწრეები ძირითადად ქართული ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ, საკმაოდ მოზრდილი აუდიტორია. რომ დაიწყეს და დაიქოქნენ, აღარ გაჩერდნენ - მასონებიო, ლიბერალიზმი უტევს სკოლასო, აღარ უნდათ როინ მეტრეველის და მარიკას დაწერილი წიგნები ამ ლიბერასტებსო, ჩვენ ვტიროდით მაგათი მოსმენისასო; ვინ ხართ რომ ბედავთ და აკრიტიკებთო, რა გიქნიათ მაგათი ფასი ცხოვრებაშიო.

კარგი, მე კი მოვიგერიებ ამათ და რამენაირად გადავრჩები-მეთქი, მაგრამ ესენი რომ შედიან სკოლებში, საწყალი ბავშვები, თან მათი სახელი ხომ ლეგიონია.

ბიბლიაში არის ერთი კარგი ისტორია სოდომისა და გომორის შესახებ - პრობლემა ამორალურობაში კი არა, ძალადობაში ყოფილა. ჰოდა, რაც დაემართა თავად იცით. უკვე ნახევრად გაველურებული ვართ - განათლებულები ქვეყნიან გარბიან სიბნელისა და უპერსპექტივობის გამო - ბნელ-ბნელი, უვიცი, გაუნათლებელი, მუქთახორა და გამოუსადეგარი კატეგორია რჩება და აგრძელებს ყბედობასმასონებზე“, „ლიბერასტებზე  და მისთანებზე. დანარჩენებიბიდლოსგაგებით უნდა მოეკიდოთ, „თავი ნუ წაიღეთ წუწუნით“.

სანამ განათლების რეალური რეფორმა არ გატარდება და განათლების სისტემა არ დაიწყებს კარგი, განათლებული, შეგნებული, სწორად მოაზროვნე და საღი ბავშვებისგამოშვებას“, იქამდე მარტო მოხდება იგივე ან უფრო ცუდი, ეს დაიმახსოვრეთ კარგად.

ყველაფერი მოდის განათლების სისტემის რეფორმიდან, რომლის შეცვლაც დღემდე არავის არ უნდა. აქაც პასუხი მარტივია - გამოშტერებული მასის მართვა არის ადვილი და მისაღები, ჰოდა ყველა მთავრობა, რა თქმა უნდა ამას იყენებს

განათლების სისტემა რომ მოაგვარეს და კარგი მოქალაქეების აღზრდა დაიწყეს, კი ვხედავთ სადაც არიან ფინეთი, შვედეთი, დანია, ნორვეგია და .. იმასაც კარგად ვხედავთ ჩვენ სად ვართ და მანდ ვიქნებით დიდი ხანი. ხოლო ვისაც საღი აზროვნება აქვს, ძირითადი ნაწილი ემიგრაციაში მიდის და იქ მკვიდრდება - იქაური სისტემის გამართული ჭანჭიკი ხდება. ამ პროცესით ყველა ხეირობს, საქართველოს გარდა.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია