მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება - ირაკლი ღარიბაშვილი - 15 თებერვალი 2023

დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საზოგადოებას როგორც დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეფერენტული ფასები თავდაპირველად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

ამასთან, მათივე ცნობით, 2022 წლის მარტიდან, მთავრობის ინიციატივით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80 პროცენტით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 000-მდე მოქალაქე დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიმენტებზე რეფერენტული ფასების გავრცელებასთან დაკავშირებით ფარმაცევტულ სექტორთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამდე რამდენი დღით ადრეც რამდენიმე კომპანიამ ფასები მკვეთრად შეამცირა.

„ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციების შემოტანა 2022 წელს დავიწყეთ და 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული რეფერენტული ფასების პირველი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს გამოქვეყნებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე უკვე რეფერენტული ფასების მიხედვით მოექცა ჩარჩოებში, მნიშვნელოვნად დააკლო ფასები. იცით, რომ ეს არის პირველი ეტაპი და მომდევნო პერიოდში გავაგრძელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას კიდევ სხვა მედიკამენტების ჯგუფებზე. ეს გაგრძელდება როგორც ქრონიკულ, ასევე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. საერთო ჯამში, უკვე დღეიდან ამოქმედებული ფასების მიხედვით, დაახლოებით 800-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება ფასების ზედა ზღვარი და საშუალოდ 40 პროცენტამდე ფასდაკლება იქნება ყველა ამ მედიკამენტზე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აზარაშვილს კითხვა დაუსვეს, თუ შედგა ფასებზე რაიმე ტიპის შეთანხმება ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომელბმაც  გარკვეულ კატეგორიაზე ფასების დაწევა მოითხოვეს.

როგორც აზარაშვილი ამბობს, 400-ზე მეტ მედიკამენტზე ფასი გადაიხედა.

„15 იანვრისთვის რეფერენტული ფასები როცა გამოვაქვეყნეთ, ერთი თვე იყო ვადა ძალაში შესასვლამდე. იანვრის ბოლომდე ჰქონდათ გასაჩივრების ვადა. 1 200-ზე მეტი მედიკამენტიდან ნაწილი გასაჩივრდა. ზუსტად ამიტომ შევიდა ძალაში დღეს 800-ზე მეტი მედიკამენტი, დარჩენილ 400-ზე ცოტა მეტ მედიკამენტზე კი ფასის გადახედვა მოხდა. ფარმაცევტულ კომპანიებს ერთთვიანი ვადა აქვთ. საერთო ჯამში, 15 მარტიდან 1 200-ვე მედიკამენტი იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია