მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - 28 თებერვალი 2023

60-ზე მეტი მედიასაშუალება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. განცხადების ტექსტს, რომელსაც ხელს რადიო "ათინათიც" აწერს, უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.  

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

სამეგრელო:

ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი

რადიო "ათინათი", www.radioatinati.ge

კოლხეთი 89

ეგრისი TV

რადიო ოდიში +, TV ოდიში

ჰარმონია

თბილისი

netgazeti.ge

პუბლიკა (publika.ge)

ინდიგო

სტუდია მონიტორი

queer.ge

dev.ge

On.ge

ტაბულა

სამოქალაქო საქართველო - civil.ge

მედიაჩეკერი

პროექტი 64

Chai Khana media

ufleba.ge

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი" 

მედია ჰოლდინგი კომერსანტი

OC Media

მედიაპორტალი "კაქტუსი", cactus-media.ge

ჯემნიუსი (jam-news.net)

ონლაინ გამოცემა sova.news

რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)

"მთის ამბები" - mtisambebi.ge

საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

შიდა ქართლი:

ქართლის ამბები (qartli.ge)

გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge

TV მედიამონიტორინგი

"ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge/feminism.ge

დია

ნეო ტვ - neotv.ge

ქვემო ქართლი:

სათემო რადიო "მარნეული"

ქალთა სათემო რადიო ww

ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge

მარნეული TV

რადიო ბოლნელი

სამცხე-ჯავახეთი:

სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge

ტელეკომპანია "ბორჯომი", borjomi.tv

მეცხრე არხი, ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი

მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge

TOK TV

აჭარა

Batumelebi.ge

TV 25

კახეთი:

კახეთის ხმა, knews.ge

საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge

პანკისის სათემო რადიო

თანამგზავრი TV

იმერეთი:

ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტი"  kutaisipost.ge

რიონი TV

იმერვიზია TV

მეგა TV

TV  ზარი

რადიო რიონი

რადიო ზარი

გურია

გურია TV

მცხეთა-მთიანეთი

აგროგარემო TV

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია