მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი ,, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია, ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ" - 19 მაისი 2023

 ,, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია, ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ, არაფერს საფრთხე არ შეექმნება" 

ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. არაფერს საფრთხე არ შეექმენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს სწორად დგამს. 

,, ვფიქრობ, არასწორად აკავშირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, რადგან ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვინმემ რაიმე შედეგი თუ მოიტანა, ეს მოიტანა ,, ქართულმა ოცნებამ". ასოცირება, უზივო რეჟიმი, 100 ევროდ გადაადგილებით თავისუფლად ევროპაში"- ეს ჩვენი დამსახურებაა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ,, ქართული ოცნების" დამსახურებაა. არაფერს საფრთხე არ შეექმნება. ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია, მოტივაცია. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ. ამას დასჭირდება წლები. ამისთვის თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 30 წელიწადში, გააკეთა ,,ქართულმა ოცნებამ" - ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი. ევროპული პერსპექტივით, რეალურად, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა აღიარეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი",- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

წყარო : "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია