მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე ,, დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, ,,ქართული ოცნება" გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე" - 19 მაისი 2023

დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, ,,ქართული ოცნება" გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე", - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეუცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი, პუტინი და არა - თავისუფალი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად აყვავებული, განვითარებული საქართველო, ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

,, ვფიქრობ, ამ დროს არცერთ მოქალაქეს არ გვაქვს უფლება, ეს უბრალოდ გავატაროთ, ვისხდეთ სახლში. მოძალადე რუსულ რეჟიმს უბრალოდ თავი დავუხაროთ და ისე გავაკეთოთ ეს, თითქოს არაფერია. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, საძაგლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც ახლა ჩადის ,, ქართული ოცნება", ამიტომ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე დღეს, ხვალ და მუდმივად, როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ ამ პარლამენტიდან, ვიდრე ისევ არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან. გელოდებით რუსთაველზე, არა რომელიმე პარტიისთვის ან პოლიტიკოსისთვის, ან ვინმეს განცხადებისთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ყველა, ვინც ვემსახურებით სამშობლოს, ყველანი უნდა გამოვიდეთ, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ - არა რუსულ ფრენებს, არა რუსიფიკაციას, არა რუსეთს საქართველოში, არა რუსულ რეჟიმს და დიდება ძლიერ, ერთიან საქართველოს, ეს არის ჩვენი ამოცანა",- განაცხადა ვაშაძემ. 

წყარო "პირველი არხი"


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია