მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კალაძე - ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში? - 22 მაისი 2023

ჩვეულებრივი ფარისევლები არიან,  რა არის ცუდი ამაში,  თუ პირდაპირი ფრენები იქნება ? - ამის შესახებ თბილისის მერმა,  კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კალაძეს ჰკითხეს,  რა არის იმ ადამიანების მიზანი, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს აპროტესტებენ.

კალაძის თქმით,  რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს,  შესაბამისად,  მათთვის შედარებით მარტივი იქნება პირდაპირი ფრენა. 

,, ჩვეულებრივი ფარისევლები არიან.  ჩვენ ხომ გვახსოვს მათი განცხადებები იმავე ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით,  რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება,  თუ ადამიანი ერევნის გავლით ან სხვა ქვეყნის გავლით შემოდიოდა საქართველოში,  პირდაპირი ფრენებით თუ შემოვა, ცუდი რა არის ამაში ?  ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა,  პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში ? - აღნიშნა კალაძემ. 

წყარო : " პირველი არხი "

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია