,, ქართული ოცნება " გადავიდა ღიად და დაუფარავად კრემლის მსახურებაზე, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. ახლა უკვე კობახიძე გამოდის უფლებადამცველი რუსი პოლიტიკოსების, რომლებიც არიან სანქცირებული, და მათი ოჯახის წევრების, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მოცემულობაში პირდაპირ ხდება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლა რუსეთის გავლენების სასარგებლოდ, რაც დამღუპველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
,, ქართული ოცნება " უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ და რაც უფრო მეტი ამგვარი ქმედება და განცხადებები იქნება, ვფიქრობ, მეტი იქნება პროტესტიც. რა თქმა უნდა, შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ემსახურება ჩვენი გაცხადებული საგარეო ვექტორის დაცვას. ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, სუვერენიტეტს გვიზღუდავს ,, ქართული ოცნება " კრემლის პოლიტიკის სამსახურით. ამ მოცემულობაში აუცილებელია წინააღმდეგობა და ქვეყნის საგარეო ვექტორის დაცვა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამასთან, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სრულ თანხვედრაშია ევროპულ მომავალთან და გაცხადებულ სურვილთან.
,, იმასაც ვხედავთ, რომ ,, ქართული ოცნების " თავჯდომარე ღიად უპირისპირდება დასავლურ სანქციებს და ის არ დაიცავს ამ სანქციებს. ამ მოცემულობაში, იმ ტერორისტული რეჟიმის მსახურებს, რომლებიც ამხელა აგრესიას აწარმოებენ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში, ფაქტობრივად, ის უფრო მეტად ეპატიჟება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
წყარო : " პირველი არხი "