მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი - ვინმე თუ ითხოვდა რუსეთთან ფრენების, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა, ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას - 28 მაისი 2023

ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ამბობს : ,, მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით. 

,, ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო საკითხებზე, ეს გაცხადებული და ღიაა. ამის თაობაზე არაფერი გვაქვს დასამალი. ვინმეს, ქართულ ხელისუფლებას თუ კონტაქტებისა და ვიზიტების მცდელობა ჰქონდა, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენი დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას. ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე, მთავარი მინდა, გითხრათ, ვინმე თუ ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ვფიქრობ, რომ რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

წყარო : " პირველი არხი "

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია