მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ვოლსკი - რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება - 28 მაისი 2023

რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. 

ვოლსკის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ამბობს : ,, მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით". 

,, ოპონენტები ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან შემოდის რაღაც ინფორმაცია, განმარტებები და ოპოზიციასთან, მათ ინტერესებთან თანხვედრაში ხდება ხშირად განცხადებების გაკეთება, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან. დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, ვინაიდან საფრთხეები მართლაც რეალურია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზეც და აღდგენაზეც და როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს თანხმობას, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. ასე რომ, გახსოვდეთ, არსებობს ქვეყნების ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთსაც გააჩნია შავი კატების გამოშვების გარკვეული ინტერესი. ასე რომ, ყველანი ყურადღებით იყავით და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება, პასუხი მოვითხოვოთ. მე შევუთვალო, მერე იმან თქვას. ქართული მხარის დაინტერესება, რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაციას, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება",- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

წყარო : " პირველი არხი "

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია