მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“ - 10 ივნისი 2023

ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ ,, რუსულ ოცნებას " და ,, ნაციონალური მოძრაობა " ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ ,, ნაციონალური მოძრაობის " თავჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა. 

,, საბანკო ოლიგარქია, ,,მაფია", ფაქტობრივად, ,, წეწავს ხალხს". ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას. დაბალი ანაზღაურება, ხელფასები, შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ბათუმისა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვთ ადგილობრივებს და, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა.

ჩვენ ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ, ფაქტობრივად, არმია, რათა ვებრძოლოთ ,, რუსულ ოცნებას ". მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ, დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება, რათა დავამარცხოთ რუსული პარტია, რისთვისაც ,, ნაციონალური მოძრაობა " ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს",- აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

წყარო: " პირველი არხი "

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE