მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კობა ხაბაზი ,, ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება" - 10 ივნისი 2023

კობა ხაბაზი ,, დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს "

,, რთული სათქმელია, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანა ,,რუსული ოცნების"-გან გაათავისუფლოს. საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები. არ დაგიმალავთ, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე ",- განაცხადა ,, ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba ge "- თან საუბრისას. 

,, თქვენ იცით, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამინთა რიცხვს, რომელიც შეთქმულებების თეორიებით ლაპარაკობს, რომ ვიღაც ნაყიდია, ვიღაც ხელისუფლებასთან შეკრულია, შემოგზავნილია, გაყიდულია და ა.შ. ოპოზიციაში საკმაოდ ფართო სპექტრი გვაქვს. არიან  ადამიანები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებას გავლენის ბერკეტები აქვს, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, შემოგზავნილები არიან და არიან ადამიანები, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ოპოზიციაში და თავიანთ თავს  ივანიშვილისგან გათავისუფლებულ საქართველოში ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირებაზე წასვლა უბრალოდ არ შეუძლიათ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ სპექტრში ჭარბობენ ისეთი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო (რაც ზემოთ ჩამოვთვალე), გარკვეულ კომფორმისტულ პოლიტიკას ირჩევენ. ყველაზე ცუდი რა არის ამაში ? ასეთ დროს აპელირება ხდება ხალხზე. აი, ხალხი მზად არ არის ცვლილებებისთვის, ქუჩაში არ გამოდის და ა.შ. არადა, სინამდვილეში, ხალხმა არაერთხელ აჩვენა პროტესტი, იგივე გავრილოვის ღამეს, იგივე რუსული კანონის მიღების დროს. საზოგადოება მზად არის წინააღმდეგობისთვის, მზად არის დაიცვას საქართველო და ასეთ დროს კი, მთავარი ორგანიზება და ერთიანობაა, რაც დღეს არ გვაქვს. სამწუხაროდ, პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს სერიოზული შეჯანჯღარება სჭირდება. ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება, იმისთვის, რომ ხალხის სამსახურში ყოფნა გააგრძელოს ",- განაცხადა კობა ხაბაზმა.  

ხაბაზის თქმით, დღეს ოპოზიცია ხალხის სამსახუში არ დგას და ოპოზიციური ფლანგის ძირეული განახლებაა საჭირო.

,, რაც შეეხება უკრაინის თემას: ჩემთან ერთად უკრაინაში ბევრი ქართველია, ჩვენ იარაღით ხელში ვიცავთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მე დღემდე არ მიპოვია ქართველი, რომელიც უკრაინის დასაცავად ომობს და არ აქვს გააზრებული, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. დიახ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ბრძოლა უკრაინისთვის არის ბრძოლა საქართველოსთვის. ჩვენ ამით ვცოცხლობთ, ჩვენ ამით ვსუნთქვათ. ჩვენს ყველა მოქმედებას ეს მიჰყვება ,,ლაიტმოტივად". აი, ჩემს უკან, კედელზე, ჩვენი ბიჭების მიერ გაკეთებული წარწერებია და მოდით, რამდენიმეს წავიკითხავ: ,, სამშობლო ყველაზე და ყველაფერზე მეტია", ,,ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ", ,,დიდება საქართველოს",  ,,სინათლის, სიმართლის მხარეს საქართველო გაიმარჯვებს", ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი", ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" და ა.შ.

დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს. აი, ამ განწყობით არის ყველა და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება",- დასძინა კობა ხაბაზმა. 

ქეთი ხომერიკი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია