მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელია ,,სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები - 13 ივნისი 2023

იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები, - ამის შესახებ ,, ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. 

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში.

,, დღესაც ვერ მოვუძებნე ახსნა, რატომ გაყარეს ხალხი პარტიიდან ან პოლიტიკური საბჭოდან",- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს.

,, ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი და ერთ-ერთი მე, ვცდილობთ პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია",- განაცხადა ნიკა მელიამ. 

კითხვაზე, წინასაარჩევნოდ შესაძლებელია თუ არა ნიკა მელია სხვა პარტიაში იხილონ, მელიამ აღნიშნა. 

,, ჩემთვის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა. ორჯერ მქონდა საპარლამენტო მანდატი და ორივე ბრძოლაში დავკარგე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რაც მოხდა პარტიის არჩევნების შედეგად, რადგან არ დაგიმალავთ, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, როცა დაუმსახურებლად ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ არაფერს აკეთებს ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად, საკმარისია, თავჯდომარე შეიცვალოს და რამდენიმე თვეში სააკაშვილი გათავისუფლდებაო. სააკაშვილს დღეში კლავდნენ ხუთჯერ და დღეს რას აკეთებენ ? სამწუხაროდ, პარტიაში დამარცხდა რაციონალური მოსაზრება, იმძლავრა ემოციამ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დააზიანეს, მაშინ როცა პარტიის გარეთ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია",- განაცხადა ნიკა მელიამ. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია