მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ვაშაძე - 2024 წლის არჩევნებზე ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან - ჩვენთვის წითელი ხაზია მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება” - 18 ივნისი 2023

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,სტრატეგია აღმაშენებელი" ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშროლებს, გარდა პრორუსული ძალებისა.

ვაშაძის თქმით, მისთვის პრორუსულ ძალებთან ,, ქართული ოცნება" ასოცირდება.

,,ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით, კუთხით ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან. ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალები, ასევე, ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალების მავნებელთა მავნებელი ,,ქართული ოცნება". შესაბამისად, დანარჩენებთან რაღაც კუთხით თანამშრომლობა მოგვიწევს",- განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვაშაძემ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ 12 რეკომენდაციების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ,,ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია. 

,,12 რეკომენდაციის შესრულება არის უმრავლესობის ხელში. თუ პარლამენტში არსებულ უმრავლესობას არ აქვს პოლიტიკური ნება კანონები მიიღოთ, რომელიც 12 რეკომენდაციას შეასრულებს, ეს ჰაერიდან ვერ მოვა. ჩვენ ოპოზიცია ყველა კანონს, რომელიც 12 პუნქტს შეესაბამება, მხარს ვუჭერდით და მომავალში მხარს დავუჭერთ. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ 12 პუნქტი შესრულებული არ არის, შარლ მიშელი ამბობს, რომ არ არის 12 რეკომენდაცია შესრულებული, ევროპარლამენტიც და ევროკომისიაც იმავეს ამბობს. ერთადერთი ვინც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის პრორუსული ,,ქართული ოცნებაა". გვინდა ევროკავშირი? მაშინ, რასაც ევროკავშირი გვეუბნება, ის რეფორმები შესასრულებელია",- განაცხადა ვაშაძემ. 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE