მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაღაროელების პროტესტი გრძელდება - 19 ივნისი 2023

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. 

ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.  

,, ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართეთ პროტესტის ამ ფორმას",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ცნობისთვის, ,,ჯორჯიან მანგანეზში" განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 

წყარო: "პირველი არხი" 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE