მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაინიცირდება - 19 ივნისი 2023

მთავრობის მიერ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის, ასევე მის ფარგლებში გამოყენებული ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა ( გამეტებისა ) და ემბრიონების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. 

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე განხორციელდება, სალიცენზიო მოსაკრებელი კი 300 ლარი იქნება. 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით, აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილის, ასევე გესტაციური სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას. 

ამასთან, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. 

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE