საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის პოლონელი ექიმების საქართველოში გამოგზავნისთვის მადლობას უხდის.
,,ძვირფასო პრემიერო, მადლობელი ვარ პროფესიონალი ექიმების გამოგზავნისთვის. მადლობთ, რომ თქვენს მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებთ",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
13 ივლისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა:,, მეგობრებს გასაჭირში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო".
ამასთან, 14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
წყარო : ,,პირველი არხი"