მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს - 21 ივლისი 2023

სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ღონისძიებაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

,, მივიღეთ გადაწყვეტილება, ,,ნაციონალური მოძრაობის", პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს ,,გამარჯვების პლატფორმა". ,,სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად განაცხადა. 

მისივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ერთიანი საქართველოსთვის. 

,,კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდი პარტიაა პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ ,,სტრატეგია აღმაშენებელს". შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, ,,სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. ჩვენ ასვე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან. მინდა, მადლობა გადავუხადო ,,სტრატეგია აღმაშენებელს" და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ორ იდეას შორის მიმდინარეობს ბრძოლა. 

,,სტრატეგია აღმაშენებელი" ,,ნაციონალურ მოძრაობასთან", მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. მისი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს - ამბიციური, რეფორმებსა და პროგრესზე ორიენტირებული, ძლიერი საქართველოს იდეა და რუსეთზე ორიენტირებული, მაჩანჩალა და ოლიგარქიული ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

,,ufleba.ge"

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია