პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ,,ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.
როგორც მან ,,პალიტრანიუსის" გადაცემა ,,პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხათან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან.
,,ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, რომ იფიქრონ გამსხვილებაზე.
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არჩევანი - ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა". ვფიქრობ, რომ უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში ,,ნაციონალურ მოძრაობასთან".
,,შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე - ,,ოცნების" ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ამ საკითხზე მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ასევე გიორგი გახარიასთან, მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას",- განაცხადა ბესელიამ.
,,ufleba.ge"