მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ ხსნის მეგობარი აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს? - 30 იანვარი 2024

შესავალი

აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიამ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც მასშია აღნიშნული, აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვა.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ ტრაილერის მძღოლებს აქვთ. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.

წინა გადაწყვეტილების მიხედვით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 მაისამდე მოქმედებდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამა წლის 5 მაისს გამოაცხადა COVID-19-ის პანდემიის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობის გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.

ჩაკეტილი საზღვრით გამოწვეული უკმაყოფილება, ანუ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

მიმდინარე წლის 20 ივლისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების მოთხოვნით მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გამართულ აქციაზე 20-მდე მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაცია გამოცემაკავკაზსკი უზელმაგაავრცელა.

აზერბაიჯანის სახმელეთო  საზღვარი უკვე წლებია დაკეტილია. თუ პირველი წელიწად ნახევარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსით გამართლებული დროებითი უხერხულობა იყო, დღეს ჩაკეტილი საზღვარი მოქალაქეებისთვის უკიდურესად აბსურდულად და უსამართლოდ გამოიყურება. პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმებულია, თითქმის დავიწყებულია კოვიდ-პასპორტებიც. ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ტარდება მსხვილი ღონისძიებები, იგეგმება ფორმულა- 1 ის რბოლის ეტაპის ჩატარებაც. ამ ფონზე კი, მხოლოდსახმელეთო კარიაჩაკეტილი, რაც ახალი ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა. მათგან ყველაზე ბანალური ვერსიაა ის, რომ ხელისუფლება ინერციით ცდილობს სიტუაციის კონტროლს, რისი გაკეთებაც ბევრად მარტივია, როდესაც ყველა მოქალაქე გადაადგილდება ერთი აეროპორტის გავლით და არა მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტით.

საქმე იმაშია რომ ბაქოს მერიამ აქციის ჩატარებაზე წინასწარ ნებართვა არ გასცა, რადგან აღნიშნულ საკითხზე პროტესტიმიზანშეწონილად არ მიიჩნია“, შესაბამისად, როგორც წესი, აზერბაიჯანში ყველაარასანქცირებულაქციას პოლიცია შლის. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო ვერ გაჰყავთ ახლობლები სამკურნალოდ საზღვარგარეთ, რადგან ავიაბილეთები ძვირი ღირს“, - წერსკავკაზსკი უზელი“.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ დააკავა ყველა, ვინც აქციის დროს მედიას ინტერვიუ მისცა. ამასთან, როგორცკავკაზსკი უზელიწერს, გამოცემა შსს- დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებულები არ ჰყავთ, მოქალაქეებიუბრალოდ ჩამოაცილეს ტერიტორიას“.

აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართეს. ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას შექმნილ პეტიციას ხელს ორივე ქვეყანაში მცხოვრები ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველებს და აზერბაიჯანელებს აქვთ მჭიდრო სოციალური და ეკონომიკური კავშირები, რასაც ჩაკეტილი საზღვარი აზიანებს. ავიაბილეთების მაღალი ფასის გამო, ახლობლები ერთმანეთის ნახვას უკვე წლობით ვერ ახერხებენ.

პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ კრიზისს. ამან მძიმე გავლენა იქონია და კვლავაც მოქმედებს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. საქართველოს აზერბაიჯანელებისთვის აზერბაიჯანი საუკეთესო არჩევანია მანძილისა და ენის გათვალისწინებით. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს უპირატესობები საარსებო წყაროს სტაბილიზაციისთვის სხვადასხვა მცირე ბიზნესისა და მუშაობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

პეტიციის ხელმომწერები აზერბაიჯანის პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ორივე ქვეყანაში მცხოვრები ასეთი კავშირების მქონე პირებისთვის გამოინახოს ალტერნატივა (აქ საუბარია საელჩოების მიერ გაცემულ ერთჯერადი გადაადგილების კოდებზე, რედ.), რათა მათ სახმელეთო საზღვრით გადაადგილება შეძლონ.

სახმელეთო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ოჯახის წევრებთან მიმოსვლა არ შეუძლიათ. საკითხი კიდევ უფრო პრობლემურია, როდესაც ისინი გარდაცვლილი ნათესავების დაკრძალვებზე ჩასვლას ვერ ახერხებენ.

ამასწინათ საზღვართან (წითელი ხიდი) მთელი ღამე გაათენა ქალმა, რომელსაც დედის დატირება სურდა. საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანში გადასვლას ითხოვდა, ემოციურ ფონზე კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

საბოლოდ, ქალი გამონაკლისის სახით საზღვარზე გადაუშვეს.

დედა დამეღუპა, აზერბაიჯანში ცხოვრობდა. ეს ცხოვრებაა? ვერ ვტირი მშობლებს, მთელი ღამე აქ გავათენე. საელჩოში რაღაც კოდი მომცეს, მითხრეს გამონაკლისს დავუშვებთ და გაგიშვებთო, მაგრამ უკვე 24 საათზე მეტი გავიდა და არავინ არაფერს მეუბნება. ამასობაში დაკრძალეს ქალი, მე კიდევ მშობლები ვერ დავიტირე“, - თქვა ქალბატონმა.

პოლიციის განცხადებით, საზღვარი აზერბაიჯანის მხრიდანაა ჩაკეტილი და მისი გადაკვეთის უფლება მხოლოდ სპეციალური სიებით ხდება.

სიებითაც ზოგს უშვებენ ზოგს არა. ამ ქალბატონის შემთხვევაში საელჩო გამონაკლისს უშვებს  და ის გადაკვეთს საზღვარს“, - უთხრაპირველებსშსს- წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, საქართველოში მცხოვრები ინგილოები, ფიზიკური პირებისათვის აზერბაიჯანის საზღვრის გახსნას ამაოდ ითხოვენ. შარშან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 50-მდე ჰერელი, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის, ლაგოდეხის მონაკვეთზე, მაწიმის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეიკრიბა.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, კორონავირუსის პანდემიის გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ფიზიკური პირებისათვის შეწყვეტილი მიმოსვლის აღდგენა იყო. აქციის მონაწილეების განმარტებით, წლებია ისინი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საკუთარ სახლებში ჩასვლასა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ.

ინგილოები ამბობენ, რომ ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი სრულად მიტოვებულია და მისი მოვლა- პატრონობა ვერ ხერხდება.

ჰერელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და იანვრის ბოლოს ისევ აპირებენ თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვას. მათი თქმით, მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუკი აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვა. 

შეგახსენებთ, როგორც შარშან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ-2-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „მოლოდინია, რომ 2023 წლიდან მეზობელი აზერბაიჯანი საზღვრებს გახსნის“.

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა მეზობლებთანაც. ოფიციალური მიზეზი covid-პანდემიაა. ამდენად, როგორც ისინი შეაფასებენ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, იმის მიხედვით გაიხსნება საზღვრები, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ ვიცით განწყობები, რომ მომავალ წელს შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

2023 წელიც მიიწურა, მაგრამ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი ისევ არ გახსნილა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეს პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტშიც ახსენა, თუმცა ზურაბიშვილის პრეტენზიები მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისადმი. კერძოდ, პრეზიდენტის თქმით, თუ მმართველი პარტიაქართულ ოცნებასასე აწუხებს რუსეთში მცხოვრები ქართველების გადაადგილება, დაე, იფიქროს აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებზე, რომლებსაცდიდი გზის გავლა უწევთ ბაქომდე და იქიდან თვითმფრინავით გაფრინდნენ, რაც აღემატება უმრავლესობის შესაძლებლობებს.“

ნეტგაზეთისავტორი ნიკა მუსავი წერს, რომ საქართველოსთან, რუსეთთან და ირანთან საზღვრებს აზერბაიჯანელებისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს:

საქართველოსთან სახმელეთო საზღვრით ისინი სარგებლობენ, ვინც დასასვენებლად და ახლობლების მოსანახულებლად მიდიან საქართველოში (სასაზღვრო რაიონები ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული). ირანში აზერბაიჯანელები მუსლიმური სალოცავების მოსალოცად ან სამკურნალოდ მიემგზავრებიან. რუსეთი კი, როგორც წესი, შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების ჩვეული მარშრუტია. ამასთან, ადამიანების გარკვეული რაოდენობა რეგულარულად მიემგზავრება სამივე მიმართულებით სამსახურის ან სწავლის მიზნით. თუმცა დახურული საზღვრის კონტექსტში, აზერბაიჯანელები ყველაზე ხშირად მაინც საქართველოს ახსენებენ“.

მისივე თქმით, დღეს თვითმფრინავი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოსთან აკავშირებს. ისიც, იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლებს და თვითმფრინავის ბილეთს იშოვი:

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal (უფრო სწორად, მასთან დაკავშირებული დაბალბიუჯეტიანი კომპანია Buta) ბაქოდან თბილისში და თბილისიდან ბაქოში დღე-ღამეში ორ რეისს ასრულებს. ერთი გზის საფასური კი, ბილეთის დიდი ხნით ადრე შეძენის შემთხვევაში, დაახლოებით 50 ევროდან იწყება. თუმცა ძვირადღირებული ბილეთებიც კი ძალიან სწრაფად იყიდება და მგზავრებს ალტერნატივა აღარ რჩებათ“.

ნიკა მუსავი წერს, რომ შექმნილ სიტუაციაში მოსახლეობა  სწორედ Buta/Azal- ადანაშაულებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ლოგიკის ძიებაში ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ავიაკომპანია AZAL სახელმწიფო კომპანიაა, ხელისუფლების ინტერესშია, სახმელეთო საზღვარი კვლავაც ჩაკეტილი იყოს და გაყიდული ავიაბილეთებით  მეტი სარგებელი ნახონ.

ყველაზე ბანალური ვერსიაა ის, რომ ხელისუფლება ინერციით ცდილობს სიტუაციის კონტროლს, რისი გაკეთებაც ბევრად მარტივია, როდესაც ყველა მოქალაქე გადაადგილდება ერთი აეროპორტის გავლით და არა მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტით“, - წერს ნიკას მუსავი.

დასკვნა

აზერბაიჯანის ხელისუფლება სახმელეთო საზღვარს ისევ არ ხსნის, რის გამოც უამრავი ოჯახი, ადამიანები (განსაკუთრებით ორივე მხრიდან მოსაზღვრე რეგიონებიდან - ჰერეთი და ქვემო ქართლი) იტანჯებიან. არანაირი ოპტიმისტური მოლოდინი არ არსებობს, რომ ოფიციალური ბაქო ამ ნაბიჯს 2024 წლის აპრილში გადადგამს. ამ პრობლემის გადაწყვეტაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აკისრია, რომელსაც საერთოდ არ ეტყობა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან (მეგობარ სახელმწიფოსთან) მუშაობდეს ამ კრიტიკული მიმართულებით.

ამ ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წინა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ როდის მოახერხა მეზობელ თურქეთთან (პირადად ერდოღანთან) შეთანხმება იმაზე, რომ მოქალაქეებს სარფის საზღვარი მხოლოდ პირადობის მოწმობებით გადაეკვეთათ. ეს მაშინ, როცა თავად აზერბაიჯანს მოძმე თურქეთთან მსგავსი შემსუბუქებული რეჟიმი ბოლო წლებამდე არ ჰქონია.  

ufleba.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია