მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას? - 08 ივნისი 2024

დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, ურთიერთთანადგომა გადაგვარჩენს და სამშვიდობოს გაგვიყვანს“

ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ  უპირატესობას  სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.

რას აწარმოებს ბიზნესი, როგორ ყიდულობს და ყიდის, როგორ ზემოქმედებს გარემოზე, როგორ ასაქმებს, ასწავლის და ავითარებს თანამშრომლებს, როგორ ფინანსდება და იმართება, როგორ ახდენს ინვესტირებას თემში და სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, მისი სამუშაო ძალა და მომხმარებელი - ამ ყოველივეს ერთობლიობა განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს ზეგავლენას საზოგადოებაზე.

ახლო წარსულში ამ ცნების უფრო საპირისპირო უპასუხისმგებლობასთან გვიწევდა შეხება. .. „ზეიკიძის ძეხვი“ (რომელიც უკეთეს შემთხვევაში სანახევროდ მუყაოს ქაღალდით იყო გამოტენილი), სადგურის მოედანზე ჭუჭყიან ბოთლებში კუსტარულად ჩამოსხმულიბორჯომი“, დეზერტირების ბაზარში გამოტანილი საეჭვო ფერის საქონლის .. ფარში (რეალურად ვირისა და ცხენის გატარებული ხორცი, ესეც უკეთეს შემთხვევაში) - ეს მცირე ჩამონათვალია იმბიზნეს სიმბოლოების“, საიდანაც ჩვენ ყველა მოვდივართ.

ევროკავშირთან მზარდ დაახლოებას ქვეყნისთვის ამ სფეროშიც ბევრი უპირატესობა მოაქვს. სამწუხაროდ, .. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებრუსული კანონის მიღებით ხელისუფლებამ უახლოეს წლებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა საფრთხის წინაშე დააყენა. ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ამ ანტიდასავლურ (სამაგიეროდ, რუსეთისთვის მოსაწონ) გამოხდომას დაუპირისპირდა და ქუჩაში გამოვიდა.

მთავრობამ პროტესტანტების წინააღმდეგ უხეში პოლიციური ძალა გამოიყენა, სპეცრაზმმა ოპოზიციონერები სცემა და დააპატიმრა. ასევე, ადამიანების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქაც ნათლად გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეებისა თუ ბიზნეს-კომპანიების მხრიდან გამოჩენილი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა. ის დიდი სიკეთე და სინათლე, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უძლიერეს ბალავრად დაედება.

რუსული კანონის წინააღმდეგ მიტინგების ერთ-ერთი მუდმივი მონაწილე მერაბ . (გვარს არ ასახელებს, რადგან არ სურს ამის შესახებ ოჯახის წევრებმა შეიტყონ) მიყვება, რომ რუსთაველის პროსპექტზე ერთ-ერთი მორიგი სასტიკი დარბევისას სუპერმარკეტგორგიადანფასდაკლებით ნაყიდი აირწინაღი ეკეთა, რამაც გადაარჩინა კიდეც სავსებით მოსალოდნელ გართულებას.

ფასდაკლებაზე გავიგე თუ არა გავქანდი ეგრევე და აირწინაღი, ასევე დამცავი სათვალე შევიძინე. როგორც ჩანს, გული მიგრძნობდა მოსალოდნელს. შუაღამისას ჩიტაძის აღმართთან დარბევა რომ დაიწყო, უკვე აირწინაღით მივვარდი ერთ-ერთ უმწეო მომიტინგე გოგოს და მის ტერიტორიიდან გამოყვანას შევეცადე. ამ დროისთვის სპეცრაზმს წიწაკის სპრეი უკვე გაშვებული ჰქონდა - ირგვლივ ხალხი იხრჩობოდა, მე კი ამ დამცავით ვიყავი გადარჩენილი. ცოტა მოგვიანებით, აირწინაღის მოხსნის შემდეგ გარკვეული ალერგიული რეაქციები მაინც მქონდა, ცოტა გამონაყარი და ქავილი.

სამედიცინოს სტუდენტი მეგობარი მეუბნება, - ბიჭო, აირწინაღი რომ არა, შეიძლება მაგ წიწაკის სპრეიზე ანაფილაქსიური შოკი მოგსვლოდა და გონების დაკარგვამდე მისულიყავიო; ეს იმიტომ, რომ მაინც ალერგიული ყოფილხარ და ამ დროს მგავს გამაღიზიანებელზე ყველაფერი მოსალოდნელი არისო. არ ვიცი, რეალობაში ასე რამდენად შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია გორგიას აირწინაღით და სათვალეებით შეიარაღებული გართულებას გადარჩენილი ვარ. ხომ იცით, ბუნებაში არაფერი,  მით უფრო სიკეთე არ იკარგება, ამ კომპანიასაც ათასად მიუბრუნდება ის პასუხისმგებლობიანი საქციელი, რაც ქვეყნისთვის იმ მძიმე დღეებში გამოიჩინა“.

იმასაც მახსენებს, თუ როგორ დაემუქრა ამ ფასდაკლების აქციის გამოგორგიასმმართველებს პარტიაქართული ოცნებისრეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე.  

მერაბს ვეკითხები, ჩვენი მკითხველისთვის კიდევ მსგავსი პასუხისმგებლობის მაგალითი კიდევ თუ ახსენდება. უმალ მიყვება სააფთიაქო ქსელპეესპესგადაწყვეტილებაზე, რომ საჭირო ფიზიოლოგიური ხსნარი (თითოზე ერთი) და პირბადეები (თითოზე სამი) უფასოდ დაერიგებინა:

ესეც ძალიან სიმბოლური და მაგარი ნაბიჯი იყო. ყოჩაღ, ნამდვილი ადამიანობაც ეს არის, როცა აშკარა საფრთხის ქვეშ მყოფ თანამოქალაქეს გვერდში დაუდგები. ისიც კარგად მახსოვს, ბევრი ამბობდა, ამ გვერდით დგომისთვის, ამიერიდან ყველაფერს პსპ-ში შევიძენო“.

მაინტერესებს, კომპანიების მხრიდან ასეთ შემხვედრ ნაბიჯებზე განსხვავებული შეფასებები თუ გვხვდება. მერაბი მეუბნება, რომ ჩვენ ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ყველას სრული უფლება აქვს სხვაგვარი პოზიცია თუ შეფასება ჰქონდეს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკვე ინდივიდუალური დამოკიდებულებისა და მორალის საკითხია.

ზოგიერთი ფეისბუქში წერდა, რომ პეესპეს დამფუძნებელი ქართულ ოცნებაზე, წამლებზე ფასების დაწევის გამოა გამწარებულიო. მეორემ, მედიკამენტებზე 300%-იანი მოგების ძალა ფარავდეს პსპ-სო. ამაზე რა უნდა გითხრათ, ძაღლი ყეფეს ქარავანი გზას აგრძელებს - აბა ჩვენ რუსთაველზე გამოსულებს გვკითხონ რად გიღირდა იმ დღეებშიპეეპესხსნარები თუ პირბადეები, გორგიას სათვალეები თუ აირწინაღები. ისიც ნათქვამია, სამყაროს ყველა საკუთარი ვიწრო ჭუჭრუტანიდან აკვირდებაო“, - მეუბნება მერაბი.

ნებისმიერ კომპანიას კონკრეტული ადამიანები წარმოადგენენ და პასუხისმგებლობიან ნაბიჯებსაც დგამენ კრიტიკულ მომენტებში. მაგალითისთვის, მახსენდება საპროტესტო მიტინგებისასვისოლის" მარკეტინგის გუნდის გადაწყვეტილება სამსახური დაეტოვებინა. ამასთან დაკავშირებით კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, სალომე გველესიანმა წერილი გამოაქვეყნა.

ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ.

ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდისა და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე - მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა.

ვწუხვარ, რომ მოვლენები ისე განვითარდა, ამ გზაზე კომპანიასთან გამომშვიდობება გადავწყვიტეთ.

დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას - გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე,“ - დაწერა სალომე გველესიანმა

ასევე, რა დამავიწყებს ერთ-ერთ მიტინგზე მამისთვის მიყენებულ დარტყმას, რასაც ბავშვი შეშინებულ-გაოგნებული სახით უყურებდა. ჩემზე მეტად კი ეს სურათი მოქალაქე Jay Gatsby- განიცადა და ფეისბუქ ჯგუფდაიტოვეშიპოსტიც გამოაქვეყნა. ბევრი ვეცადედიდებულ გეტსბის“ (თუ მის კომპანიას) დავკავშირებოდი, სამწუხაროდ ვერ შევძელი, ამიტომ წერილს გთავაზობთ:

მთელი ღამეა იმ ბავშვზე ვფიქრობ, რომლის მამასაც გუშინ ხელი დაარტყეს. ბავშვის შეშინებული სახე არ ამომდის თვალებიდან და ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ ეგ კადრები ბავშვს ტრავმად არ დარჩეს და პირიქით, სიხარულად გადავუქციო.

იცოდეს, რომ როცა ქვეყანას იცავ და თავისუფლება გინდა, ის უღირსი ადამიანის მოხვედრილი ხელი პირიქით, შენი გამარჯვებაა.

ამიტომ გადავწყვიტე მაგ ოქროს ადამიანებს ვაჩუქო და მთლიანად დავუფინანსო გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება. ყველა საჭირო ხარჯს ჩემ თავზე ვიღებ (საქართველო პორტუგალიაზე დასწრება, სასტუმრო, ფრენა, კვება).

ძალიან გთხოვთ თუ ვინმე იცნობთ, დამაკავშიროთ და სააღდგომო საჩუქარი გავუგზავნოთ ოჯახს“, - დაწერა მოქალაქე Jay Gatsby- ჯგუფშიდაიტოვე“.

ხოლო მოქალაქე გოგა ელიაშვილმა დაწერა, რომ მთელი ექვსი თვე მანქანისთვის ფულს აგროვებდა, მაგრამ...

მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. რამდენსაც შევძლებ იმდენ ადამიანს დაგიფინანსებთ ღამის გასათევს და საკვებს თბილისში“, - დაწერა გოგამ. 

კომპანიებისა და პროტესტანტი მოქალაქეების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთე (საწინააღმდეგო ნაბიჯების საფრთხე) საჯარო მოხელეების ნაწილსაც აქვს კარგად გააზრებული.

მე ვარ საჯარო მოხელე. ამ სააღდგომოდ 500 ლარის პრემიას დამპირდნენ და ამაზე უკეთესად ვერსად დავხარჯავდი“, - დაწერა მანნანუკას ფონდისთვის“ (პროტესტანტების საჭიროებებისთვის შექმნილი) გზავნილის მიზნობრიობაში.

CSR-ზე ორი წიგნის ავტორი ლელა ხოფერია აცხადებს, რომ Corporate Social Responsibility შედარებით ახალ და ძალიან სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთი-ერთი განუყოფელი კომპონენტი გახდა. სულ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ეს კონცეფცია განვითარებად ქვეყნებში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. არსებითად, ეს არის ბიზნესის კეთილი ნება საკუთარ თავზე აიღოს  უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება,  იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე საქმიანობის გაუმჯობესებული მენეჯმენტის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდის, ასევე კომპანიის იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით.

შესაბამისად, ამ კონცეფციის სიძლიერე, მისი მორალური ღირებულების გარდა, მდგომარეობს მრავალფეროვან და გრძელვადიან სარგებელში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს ყველა დაინტერესებული მხარისათვის - როგორც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, ასევე თავად ბიზნესკომპანიებისათვის“, - ამბობს ლელა ხოფერია.

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, ურთიერთთანადგომა გადაგვარჩენს და სამშვიდობოს გაგვიყვანს. სწორედ ამ გზაზე გვერდში გვიდგას და გვეხმარება ევროკავშირი, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება ადამიანია. 

გელა მამულაშვილი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია